GD Banner
პოლიტიკა

გივი მიქანაძე – დავით კირკიტაძის მხრიდან საარჩევნო პროცესში კანონდარღვევა დაფიქსირდა, კირკიტაძემ ამომრჩეველს ხმის მიცემის პროცესში მითითება მისცა და დამკვირვებლის გაფრთხილებას არ დაემორჩილა

„ქართული ოცნების“ წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის, დავით კირკიტაძის მხრიდან საარჩევნო პროცესში კანონდარღვევა დაფიქსირდა.

როგორც მიქანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, კირკიტაძემ ამომრჩეველს ხმის მიცემის პროცესში მითითება მისცა.

„მას დამიკვირვებელმა შენიშვნა მისცა ამის გამო და უთხრა, რომ მსგავსი რამ დაუშვებელია, თუმცა დამკვირვებლის გაფრთხილებას პოლიტიკოსი არ დაემორჩილა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,896,277 ნახვა