ყველა, ქუდზე კაცი უნდა დაირაზმოს, მივიდეს საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მან არჩევანი უკვე დააფიქსირა.
პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი არჩევანი, რომელიც დღეს ქართველ ხალხს აქვს, “ვინაიდან ეს არის არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს შორის”.
“დღეს არის არჩევანი უღმერთობასა და სულიერებას შორის. დღეს არის არჩევანი, რომელიც იშვიათად უდგება ხოლმე ჩვენს ხალხს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დღეს ყველა, ქუდზე კაცი დაირაზმოს, მივიდეს საარჩევნო უბნებზე, მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“, რომელიც ამ ქვეყანაში 12-წლიანი მშვიდობის გარანტია, რომელიც ამ ქვეყანაში ღირსეული ევროპისკენ წინსვლის გარანტია და რომელიც ამ ქვეყანაში კეთილდღეობის, მატების გარანტია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.