GD Banner
პოლიტიკა

ნათია იოსელიანი – მარნეულის 69-ე საარჩევნო უბნის მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი

მარნეულის 69-ე საარჩევნო უბნის მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დეტალები, თუ რომელი სუბიექტის წარმომადგენელი იყო პირი, რომელმაც საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარა, მოგვიანებით გახდება ცნობილი

„მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია მარნეულში ადგილზე იყო გასული და შეისწავლა ფაქტი. 69-ე უბანზე შეწყდა საარჩევნო პროცესი. საოლქო საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ მოიწვია სხდომა და აღნიშნული უბნის მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი. რაც შეეხება დეტალებს, ჩვენ როგორც სოციალური ქსელებიდან გვაქვს ინფორმაცია და ვიდეოში ვნახეთ, აღნიშნულ პირს საარჩევნო უბანზე ეკეთა წარმომადგენლის მოწმობა. უფრო მეტ დეტალებს, თუ რომელი სუბიექტის წარმომადგენელი იყო, მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას“, – აღნიშნა იოსელიანმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის 69-ე უბანზე მომხდარ ფაქტზე გამოძიება 164-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც არჩევნების გაყალბებას გულისხმობს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,717 ნახვა