სრული მობილიზაცია გვაქვს, ვმუშაობთ პარტიულად, თუმცა არის ამომრჩეველი, რომელიც შეიძლება ჯერ კიდევ ფიქრობდეს სახლში დარჩენას, ხედავს 60 %-იან რეიტინგს, მაგრამ ეს რეიტინგი არ იძლევა მოდუნების საფუძველს, უნდა გამოვიდეს ქუდზე კაცი, თითოეული ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობაა საჭირო იმისათვის, რომ მაქსიმალური გარანტიები შეიქმნას ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის.
„ჩვენ გვაქვს მაქსიმალური მობილიზაცია, საარჩევნო შტაბებს აქვთ მაქსიმალური მობილიზაცია. მათ შორის, რეგიონულ შტაბებს ჰყავთ 100 000-ზე მეტი ადამიანი თბილისიდან, ბათუმიდან, რუსთავიდან და სხვა ქალაქებიდან, სრული მობილიზაცია გვაქვს ჩვენ, ვმუშაობთ პარტიულად. არის ამომრჩეველი, რომელიც შეიძლება ჯერ კიდევ ფიქრობდეს სახლში დარჩენას, ხედავს 60 %-იან რეიტინგს, თუმცა ეს რეიტინგი არ იძლევა მოდუნების საფუძველს, უნდა გამოვიდეს ქუდზე კაცი, თითოეული ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ასევე გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს იმაზე უფრო ამბიციური მიზანი, ვიდრე შეიძლება იყოს მხოლოდ უმრავლესობის მოპოვება, გვინდა, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, იმისათვის რომ მაქსიმალური გარანტიები შევქმნათ ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის. სწორედ, ამისთვის არის საჭირო ქუდზე კაცი. „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ნიშნავს ყველაზე მყარი გარანტიების შექმნას ქვეყნის გრძელვადიანი, სტაბილური განვითარებისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.