GD Banner
პოლიტიკა

თემურ მაისურაძე გიორგი ბაჩიაშვილზე: უარით დაასრულა ერთ-ერთი ძალიან ნოვაციური და პერსპექტიული პროექტის ბედი, რადგან ვერ გამოკვეთა პირადი ინტერესი

საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, ქართული ავიაციის ინჟინერი – თემურ მაისურაძე ეხმიანება ნოდარ მელაძის გადაცემის ანონსს, სადაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი ბრალდებებს უყენებს ბიძინა ივანიშვილს.

როგორც აკადემიკოსი აღნიშნავს, 2014 წელს გიორგი ბაჩიაშვილმა, მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის პირადი თხოვნისა, უარით დაასრულა ერთ-ერთი ძალიან ნოვაციური და პერსპექტიული პროექტის ბედი, რადგან ვერ გამოკვეთა პირადი ინტერესი. მანვე აღნიშნა, რომ სურდა ბიძინა ივანიშვილისთვის თავის დროზე ეთქვა თუ რას წარმოადგენდა გიორგი ბაჩიაშვილი, მაგრამ მაშინ თავი შეიკავა, ალბათ ჯობდა, რომ მაშინ სწყენოდა ბიძინა ივანიშვილს, ვიდრე ახლა და სიმართლე სცოდნოდა აღნიშნულ პიროვნებაზე.

„ ყური მოვკარი ანონსს, რომ დღეს, ნოდარ მელაძესთან, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი, თურმე აპირებს „ფარდა ახადოს“ მრავალ საიდუმლოს! არ ვიცი რის თქმას აპირებს, მაგრამ ერთი დეტალი მინდა შევახსენო ბატონ გიორგის. 2014 წელს, ერთ – ერთ ძალიან ნოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქციის (მართვადი გამჭვირვალობის მინები, რომლის პატენტიც ვრცელდებოდა ევროკავშირში, ევრაზიის მთელ რეგიონში და აშშ-ი), წარმოების დაწყების საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც თან ახლდა გერმანიის ჰელბერტ შტატის გუბერნატორის გრანტი, 12 მილიონიანი თანადაფინანსებით, ჩემ თვალწინ დაურეკა ბიძინა ივანიშვილმა და სთხოვა გიორგი ბაჩიაშვილს, რომ შემხვედროდა და დაგვეწყო გერმანიასთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით.

საქართველოს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მე კარგად მიცნობს, იცის რომელ გამოგონებაზეა საუბარი და ისიც იცის, რომ ამ საქმეში, მე დილეტანტი არ ვარ და ვიდრე გიორგი ბაჩიაშვილი დაიბადებოდა, საავიაციო და კოსმოსურ ინდუსტრიაში, კინაღამ მისი დღევანდელი ასაკის გამოცდილება მქონდა, მთელი ერთი თვის განმავლობაში, ჩემთვის კარგად ცნობილი დაბოლების მეთოდების გამოყენების შემდეგ, უარით დაასრულა ერთ ერთი ძალიან ნოვაციური და პერსპექტიული პროექტის ბედი, რადგან ვერ გამოკვეთა პირადი ინტერესი.

ადრეც არაერთგზის მითქვამს, „ნეტა სად ნახულობს ბიძინა ივანიშვილი ასეთ კადრებს თქო“. შემეძლო დავბრუნებულიყავი და ბიძინა ივანიშვილისთვის მომეხსენებინა თუ რა დიდი შეცდომა ჰქონდა დაშვებული ამ პირტიტველა ბიჭისთვის, ამხელა ნდობის გამოცხადების საკითხში და გამომეთქვა ყველაფერი, რასაც ბაჩიაშვილზე ვფიქრობდი, მაგრამ მეორეს მხრივ, ვიფიქრე, ეს იმ შემთხვევას ხომ არ დაემსგავსებოდა, ახლად დაქორწინებულ სასიძოს რომ ეტყვიან ხოლმე: „ბიჭო, ეგ ცოლად რამ მოგაყვანინაო“? ახლა კი ვნანობ რომ არ ვუთხარი. ჯობდა მაშინ სწყენოდა ვიდრე ახლა, ასეთ რამეს მოისმენს უბეში გამოზრდილი წიწილისგან.

სიმართლე გითხრათ მართლა ძალიან მაინტერესებს, ნეტა რა მოახსენა ბიძინა ივანიშვილს ამ ბაჩიაშვილმა ჩემზე და იმ პროექტზე, რომელიც ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნიდა და მაღალტექნოლოგიურ სექტორში, საქართველოს ერთ – ერთ პრესტიჟულ ადგილ დაუმკვიდრებდა საერთაშორისო ბაზარზე?! ღმერთმა იცის, ამ ტიპმა კიდევ რამდენი მსგავსი და ბევრად უკეთესი პროექტი დაუმარხა ჩვენ ქვეყანას?!“- წერს თემურ მაისურაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,738 ნახვა