Uncategorized

გივი მიქანაძის ინფორმაციით ლაგოდეხსა და ქუთაისში საარჩევნო უბნებზე მოქალაქეები „ლელოს“ მაიდენტიფიცირებელი გულსაბნევით ახდენდნენ უკანონო აგიტაციას

წარმოგიდგენთ ინფორმაციას უკანონო აგიტაციის თაობაზე. რუსთავში სხვადასხვა უბანზე, მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხდა სააგიტაციო მასალის, კერძოდ, 5 ნომრის წარწერა და ასევე, პლაკატების გაკვრა, რაც წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ დარღვევას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, აღნიშნულ ფაქტებზე დაიწერა საჩივრები.

„გამომდინარე იქიდან რომ საარჩევნო უბნებიდან 25 მეტრის რადიუსში აკრძალულია აგიტაციის წარმოება, საჩივრები დაიწერა თითოეულო უბანზე ამ საკითხთან დაკავშირებით.“ – აღნიშნა მიქანაძემ.

ამასთან, გივი მიქანაძის თქმით, ლაგოდეხში 31-ე უბანთან და ქუთაისში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებსაც „ლელოს“ 9-ნომრიანი გულსაბნევები ეკეთათ, რაც ასევე უკანონო აგიტაციის ფაქტია.

„ლაგოდეხში, 31-ე უბნის გარეთ, 9 ნომრის გულსაბნევით მოძრაობდა მოქალაქე ხვიჩა კუზიბაშვილი. რადგან აგიტაცია წარმოებს საარჩევნო უბნის 25 მეტრის რადიუსში, ფაქტზე განხორციელდა შეტყობინება 112-ში და კომისიაში დაფიქსირდა საჩივარი. ქუთაისში საარჩევნო უბანზე „ლელოს“ წარმომადგენელი ეკა ცარციძე, რომელსაც 9 ნომრის მაიდენტიფიცირებელი გულსაბნევი ეკეთა, ახდენდა აგიტაციას, რის გამოც, დაიწერა საჩივარი და ის გაძევებული იქნა უბნიდან.“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,907,270 ნახვა