GD Banner
პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე: იმას პასუხი არ სჭირდება, ინტერვიუ თუ ნახეთ, ყველაფერი იკითხება

ბიძინა ივანიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. “ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ხმა მისცა მშვიდობას.

„ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას, ჩვენს სამშობლოს, იზრუნებს ქვეყანაზე, ან ჩვენ ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან ისაუბრა გიორგი ბაჩიაშვილის ინტერვიუზეც.

ივანიშვილმა  უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებდა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ინტერვიუს.

„ბაჩიაშვილზე რომ საუბრობთ, ელემენტარული კრიტიკული აზროვნება არ გაქვთ. იმას პასუხი არ სჭირდება, მისი ინტერვიუ თუ ნახეთ, ყველაფერი იკითხება უკვე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,896,111 ნახვა