GD Banner
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც 23 ოქტომბერს აქციაზე იმყოფებოდა, ეს არის ის ღირსეული საქართველო, რომელიც 26 ოქტომბერს გამარჯვებით დააგვირგვინებს ამ საარჩევნო კამპანიას

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „ქართული ოცნების“ დასკვნით ღონისძიებაზე დასწრებისთვის მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყველამ დაინახა ასიათასობით ადამიანი, ვისაც საქართველოსთვის გული შესტკივა. მისი განცხადებით, ეს არის ის ღირსეული საქართველო, რომელიც 26 ოქტომბერს გამარჯვებით დაასრულებს საარჩევნო კამპანიას.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც 23 ოქტომბერს აქციაზე იმყოფებოდა. ყველამ დაინახა ის ასობით ათასი მოქალაქე: მშობლები, შვილები, ექიმები, საჯარო მოხელეები – ყველა, ვისაც გული შესტკივა საქართველოსთვის. ეს არის საქართველოს რეალური სახე, ეს არის ის ღირსეული საქართველო, რომელიც 26 ოქტომბერს გამარჯვებით დააგვირგვინებს ამ საარჩევნო კამპანიას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას და ყველას მოვუწოდო: 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი, იმისთვის, რომ საბოლოოდ დავაგვირგვინოთ გამარჯვებით ეს საარჩევნო მარათონი.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,895,897 ნახვა