GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი გოგავა: საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დანთებულ კოცონში ფიჩხად სჭირდებათ. მრავალწლიანი პარტიზანული ომის გაჩაღება სურთ, რასაც ათიათასობით ქართველი შეეწირება, მოსახლეობის მესამედი ქვეყანას დატოვებს, შიმშილი და არსებობისთვის ბრძოლა გაჩაღდება საძმოებით, შეიარაღებული ფორმირებებით და ა. შ. შედეგად, საქართველო სახელმწიფოს დაკარგავს და მის ტერიტორიას კი გადაინაწილებენ. რეალურად ეს რისკები გვიდგას

მსოფლიო გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა ქართველ ხალხს კოლონიალური მარწუხებიდან თავის დაღწევის ისტორიული შანსი მისცა. ასეთი შანსი შესაძლოა კიდევ თაობებს აღარ ჰქონდეთ,-ამის შესახებ პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ის, რომ საქართველოში ხალხი კარგად არ ცხოვრობს, დიდწილად სწორედ ამ კოლონიალური პოლიტიკის შედეგია, რომელსაც უცხოეთი ჩვენს მიმართ ატარებს.

„ბიძინა ივანიშვილმა ანტიკოლონიალური აჯანყება სწორედ იმ დროს გამოაცხადა, როდესაც გეოპოლიტიკურმა ვითარებამ მსოფლიოში მას ამის საშუალება მისცა. ამ პროცესს უპირობოდ მხარი უნდა დავუჭიროთ, რადგან ყველა ჩვენი უბედურების წყარო ეს არის. სხვაგვარად უცხო ქვეყნის მოსამსახურეებად დავრჩებით და ერს განვითარების შანსი არ ექნება, ეს კი ქვეყნის შემდგომ დემოგრაფიულ დაცლას და ზნეობრივ-მორალურ დაკნინებას აუცილებლად გამოიწვევს.

უნდა გვესმოდეს, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში მეგობრები არ არსებობენ, ჩვენი სიკეთე ჩვენს გარდა არავის სურს. ყველა საკუთარი ინტერესებით მოქმედებს. არც ევროკავშირში და არც ნატო-ში ჩვენს მიღებას არ აპირებენ და არც არასდროს აპირებდნენ – ეს მხოლოდ სატყუარაა იმისთვის, რომ თავისი მიზნებისთვის გამოგვიყენონ. მათი რეალური მიზანი კი გამოვიდა სააშკარაოზე: საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დანთებულ კოცონში ფიჩხად სჭირდებათ. გვაომეს 90-იან წლებში, 2004 წელს, 2008 წელს და ახლაც ჩვენი ომში ჩათრევა სურთ და საქართველოს ტერიტორიაზე მრავალწლიანი პარტიზანული ომის გაჩაღება. ასეთ ომს ათიათასობით ქართველი შეეწირება, ხოლო მოსახლეობის მესამედი ქვეყანას დატოვებს. აქ კი შიმშილი და არსებობისთვის ბრძოლა გაჩაღდება საძმოებით, შეიარაღებული ფორმირებებით და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის შედეგად, საქართველო სახელმწიფოს დაკარგავს და მის ტერიტორიას კი გადაინაწილებენ. რეალურად ეს რისკები გვიდგას.

ამ გეგმის სისრულეში მოსაყვანად არის ეს „მეხუთე კოლონა“ დაქირავებული. ამ ფსევდო-ლიბერალურ პარტიების კოჰორტას რომ ვუყურებთ, სწორედ ეგენი არიან კოლონიალური ადმინისტრაცია და მათი უცხოელი პატრონების ჯამაგირით და დავალებებით უზრუნველყოფენ იმას, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს არ ჰქონდეს თავისი გზით, სუვერენული განვითარების საშუალება. მკაფიოდ მინდა ვთქვა: ფსევდო-ლიბერალურ პარტიებს შორის არ არსებობს არცერთი, რომლის უკან რომელიმე უცხო ქვეყანა არ იდგეს. ეს აგენტურაა, უცხოეთის აგენტურა, რომელიც ქართველი ერის და საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ დიდი ჯამაგირის სანაცვლოდ მუშაობს.

თუ დღეს სისუსტეს, სიბეცეს ან სიზარმაცეს გამოვიჩენთ, ჩვენს შვილებს მუდმივი მონობა და სიდუხჭირე ელოდებათ. მორიგ ანტიკოლონიალური აჯანყებას კი ჩვენი შვილიშვილები წამოიწყებენ.

მოდით, ეს ჩვენ გავაკეთოთ!

26 ოქტომბერს სიღრმისეულ ქართველ ერს სამი ამოცანა აქვს:

საქართველოს მოვუპოვოთ სახელმწიფო სუვერენიტეტი!

თავი დავაღწიოთ კოლონიალურ უღელს!

შევინარჩუნოს მშვიდობა!“,-წერს ირაკლი გოგავა.

May be an image of map

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,895,845 ნახვა