GD Banner
პოლიტიკა

გიორგი ზერეკიძე-როდესაც მიდიხარ არჩევნებზე და ხმას აძლევ კრიმინალურ რეჟიმს, ეს ნიშნავს, სრულად იზიარებ პასუხისმგებლობას მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე, თითოეულმა ადამიანმა, უნდა იცოდეს, რომ მათი დანაშაული სწორედ რომ საპირწონეა იმ კრიმინალის, რასაც მათი ბელადები კადრულობენ

„როდესაც მიდიხარ არჩევნებზე და ხმას აძლევ დამნაშავე, კრიმინალურ რეჟიმს და პარტიას, ეს ნიშნავს, რომ სრულად იზიარებ პასუხისმგებლობას მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე“-წერს ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში. გიორგი ზერეკიძე „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ შეკრებიდან ფოტოებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ „თითოეულმა ადამიანმა, ამ ფოტოზე რომ ჩანან და ტაშს უკრავენ კრიმინალებს, უნდა იცოდეს, რომ მათი დანაშაული სწორედ რომ საპირწონეა იმ კრიმინალის, რასაც მათი ბელადები კადრულობენ“.

მისივე თქმით, ვერავინ გაექცევა საკუთარ პასუხისმგებლობას.

„ერთხელ დავწერე და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო – როდესაც მიდიხარ არჩევნებზე და ხმას აძლევ დამნაშავე, კრიმინალურ რეჟიმს და პარტიას, ეს ნიშნავს, რომ სრულად იზიარებ პასუხისმგებლობას მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე და ასევე იმ უბედურებაზე, რასაც ეს პოლიტიკოსები ქვეყანას დაატეხენ თავს.

ამიტომ, თითოეულმა ადამიანმა, აი აქ, ამ ფოტოზე რომ ჩანან და ტაშს უკრავენ კრიმინალებს, უნდა იცოდეს, რომ მათი დანაშაული სწორედ რომ საპირწონეა იმ კრიმინალის, რასაც მათი ბელადები კადრულობენ. ამიტომ, მერე არავის უნდა გაუკვირდეს, თუ პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ მათ მკაცრად და კანონის მთელი სიმკაცრით. ვერავინ ვერსად დაიმალება, ვერავინ გაექცევა საკუთარ პასუხისმგებლობას, გამორიცხულია…“-წერს გიორგი ზერეკიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,233 ნახვა