GD Banner
უცხოური მედია

უკრაინის მოსახლეობა ომის დაწყებიდან 10 მილიონით შემცირდა

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინის მოსახლეობა 10 მილიონი ადამიანით, ანუ დაახლოებით ერთი მეოთხედით შემცირდა. ინფორმაციას Reuters-ი გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს მოხდა ქვეყნიდან ლტოლვილთა გადინების, შობადობის შემცირებისა და საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული მოსახლეობის გამო.

Reuters-ის მტკიცებით, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაეროს დემოგრაფიული ფონდის ხელმძღვანელმა ფლორენს ბაუერმა განაცხადა, რომ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად რთული დემოგრაფიული ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. მისი თქმით, მსოფლიოს მასშტაბით უკრაინაში შობადობის მაჩვენებელი ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ერთ ქალზე ერთი ბავშვი მოდის.

იმისათვის, რათა უკრაინამ მოსახლეობის რაოდენობის სტაბილურობა შეინარჩუნოს შობადობის დონე ერთ ქალზე მინიმუმ 2.1 ბავშვს უნდა წარმოადგენდეს. უკრაინის მოსახლეობის შემცირების ყველაზე დიდი წილი მოდის ლტოლვილებზე – 6,7 მილიონი.

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ უკრაინის მოსახლეობა 50 მილიონ ადამიანს შეადგენდა, ხოლო 2021 წლის ბოლოსთვის ეს რიცხვი 40 მილიონამდე იყო შემცირებული. უკრაინის მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვისთვის საჭიროა ომის დასრულება, ფიქრობს ბაუერი.

ამასთან ერთად, მოსახლეობის კლებას ომის გამო განიცდიან რუსეთშიც. თუ ომის დაწყებამდე რუსეთის მოსახლეობა 140 მილიონს აღწევდა, მიმდინარე წლის 6 თვეში, 1999 წლის შემდეგ, ქვეყანაში დაფიქსირდა შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, რაც თავად რუსეთის ხელისუფლებამ შეაფასა, როგორც – „კატასტროფული“ მაჩვენებელი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,739 ნახვა