ოპოზიციის ხსნის ერთადერთ გზას რევოლუცია წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ ადამიანური და ფინანსური რესურსი სჭირდება, ფინანსური რესურსის მობილიზება უკვე დაწყებულია, კერძოდ უცხოეთიდან აქტიურად ხდება ე.წ. კრიპტო ვალუტის შემოდინება, რომელიც საქართველოში კონვერტირდება, საბედნიეროდ ქართული, შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან, მათ ფაქტობრივად მყისიერი რეაგირება მოახდინეს, რაც საქართველოს მასშტაბით სპეციალური საგამოძიებო მოქმედებების გატარებაში გამოიხატა (ფინანსური პოლიცია რამდენიმე ობიექტზე შევიდა), – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
ჩიხელიძის განცხადებით, საქართველოში რევოლუციური სცენარი მარცხისთვის არის განწირული, რადგან ფინანსური რესურსის გარდა ამ ადამიანებს ადამიანური რესურსიც არ ჰყოფნით. მისივე თქმით, ისინი ვინც „ნაციონალურ“ რეჟიმს უჭერენ მხარს, ძალადობრივ რეჟიმს სიცოცხლეს უნარჩუნებენ და ისეთივე მოძალადეები არიან, როგორც რეჟიმის წარმომადგენლები.
„თავს ვალდებულად მივიჩნევ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, რამდენიმე საკითხს შევეხო, მშვიდი საარჩევნო გარემოს მიუხედავად, ოპოზიციის და დასავლეთის მიერ შემუშავებული რევოლუციური სცენარი არ გამქრალა, ოპოზიციის ხსნის ერთადერთ გზას რევოლუცია წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ ადამიანური და ფინანსური რესურსი სჭირდება, ფინანსური რესურსის მობილიზება უკვე დაწყებულია, კერძოდ უცხოეთიდან აქტიურად ხდება ე.წ. კრიპტო ვალუტის შემოდინება, რომელიც საქართველოში კონვერტირდება, საბედნიეროდ ქართული, შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან, მათ ფაქტობრივად მყისიერი რეაგირება მოახდინეს, რაც საქართველოს მასშტაბით სპეციალური საგამოძიებო მოქმედებების გატარებაში გამოიხატა (ფინანსური პოლიცია რამდენიმე ობიექტზე შევიდა). საქართველოში რევოლუციური სცენარი მარცხისთვის არის განწირული,რადგან ფინანსური რესურსის გარდა ამ ადამიანებს ადამიანური რესურსიც არ ჰყოფნით, ხოლო იმ ამომრჩევლების საყურადღებოდ, ვინც ნაციონალურ რეჟიმს უჭერს მხარს ვიტყვი, რომ ისინი, ვინც ძალადობრივ რეჟიმს სიცოცხლეს უნარჩუნებენ, ისეთივე მოძალადეები არიან როგორც რეჟიმის წარმომადგენლები, საქართველოში ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა ისეთივე სამარცხვინო უნდა იყოს, როგორც გერმანიაში, ნაცისტური პარტიის მხარდაჭერაა, არ შეიძლება, ადამიანს მკვლელების, მოძალადეების და მანიაკების მხარდაჭერა გეამაყებოდეს,“- წერს დავით ჩიხელიძე.