უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე, პარტია „ქართველთა ერთობის“ ლიდერი ლადო გამსახურდია საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში „რევოლუციითა და სისხლით“ იმუქრება.
შესაბამისი განცხადება მან ერთ-ერთ უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში გააკეთა.
„ეს იქნება რევოლუცია. და დემოკრატიულმა სამყარომ მხარი უნდა დაუჭიროს ამ რევოლუციას“, – განაცხადა სამხედრომ, რომელიც უკრაინის მხარეს კურსკში იბრძვის.
Facebook Comments Box