GD Banner
Uncategorized

შალვა პაპუაშვილი – სამი ათწლეულის წინ სხვათა დიქტატისგან გათავისუფლებულ ქართველებს, ოპოზიციის წყალობით, კვლავ შემოგვაპარეს ასე დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარედან თითის ქნევა

მეგობრებო, ვხედავთ, რომ ჩვენი ოპონენტების საარჩევნო კამპანია გარე დირექტივებზე გადის. სამი ათწლეულის წინ სხვათა დიქტატისგან გათავისუფლებულ ქართველებს, ოპოზიციის წყალობით, კვლავ შემოგვაპარეს ქართველებისთვის ასე დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარედან თითის ქნევა. ამით ააშკარავებს ოპოზიცია თავის ჭეშმარიტ ყოფას, რაც ჯილდოს მოლოდინში სხვების მსახურებაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თბილისში საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მანვე აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიმარჯვოს საკონსტიტუციო უმრავლესობით, რათა ვერავინ ვეღარასოდეს გაბედოს გარედან თითის ქნევით ქართველ ხალხთან საუბარი. 

„ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას, ღირსებას, განვითარებას, უსაფრთხოებას. ვირჩევთ ქვეყანას, რომლის უმთავრესი ღირებულებაა ადამიანი. ჩვენ ვირჩევთ პატრიოტების, პროფესიონალების, სახელიანი თუ უსახელო მამულიშვილების საქართველოს, თავდადებული, ალალი ქართველის სამშობლოს. 

ისინი ირჩევენ ფსევდოგმირებს, ცრუ ღირებულებებსა და ყალბ სამშობლოს; მათი სახელი ლეგიონია, რომელთაც ქართველმა ხალხმა დამსახურებულად უწოდა უსამშობლოები. 

ამიტომ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობით, რათა ვერავინ ვეღარასოდეს გაბედოს გარედან თითის ქნევით ქართველ ხალხთან საუბარი; რათა ვერავინ შიგნიდან ვეღარასოდეს გაბედოს ქართველი ხალხის ინტერესების გაყიდვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,739 ნახვა