საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ქართული ოცნების ახალ საარჩევნო კლიპს ბრიფინგზე გამოეხმაურა.
ცნობისთვის, გუშინ, 22 ოქტომბერს, ქართულმა ოცნებამ სოციალურ ქსელში ახალი საარჩევნო კლიპი გამოაქვეყნა, რომელიც , ოპოზიციის აზრით, რუსული კლიპის ანალოგიურია.
ჟურნალისტის კითხვაზე, “უგეგმავენ თუ არა ქართულ ოცნებას კრემლის პროპაგანდისტები საარჩევნო კამპანიას”, პაპუაშვილმა უპასუხა:
“თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ცოლ-ქმრობა რუსული მოვლენაა, მაშინ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოჯახი და ცოლ-ქმრობა, ეს არის რუსული მოვლენა.
მიხარია, რომ ამ საკითხით დაინტერესდით და მიხარია, რომ აზიარებთ ამ კლიპს, ჩვენ კლიპს ნახავს ბევრი ადამიანი და განსაკუთრებით, თქვენმა მაყურებელმა უნდა ნახოს ეს კლიპი ბევრჯერ”. – თქვა პაპუაშვილმა.
Facebook Comments Box