GD Banner
რელიგია

საქართველოს საპატრიარქო: ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებების დაცვა და ქვეყნის გამთლიანება, სუვერენტიტეტისა და მშვიდობის შენარჩუნება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან უმთავრეს მიზანს წარმოადგენს

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩინდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად მხარდამჭერი იქნება არჩევანის, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას“-ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებების დაცვა, ქვეყნის გამთლიანება, სუვერენიტეტისა და მშვიდობის შენარჩუნება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

„დღეს ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს გზას გადის. ერთი მხრივ, ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებების დაცვა და, მეორე მხრივ, ქვეყნის გამთლიანება, სუვერენიტეტისა და მშვიდობის შენარჩუნება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩინდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად მხარდამჭერი იქნება არჩევანის, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას და საზოგადოებაში იმ ღირებულებების განმტკიცებას, რომელიც ქრისტიანულ და ოჯახურ ტრადიციების გამყარებას შეუწყობს ხელს. შესაბამისად არჩევნების პერიოდში მოჭარბებული ემოციების და დაძაბულობის ფონზე ვთხოვთ სასულიერო პირებს გაითვალისწინონ თავიანთ გამონათქვამებში და მოწოდებებში , რომ საზოგადოებრივი ერთობისათვის და სიმშვიდის შენარჩუნებაში მათ განსაკუთრებული როლი ენიჭებათ. აღვავლეთ ლოცვებს, რათა უფალმა მომადლოს ჩვენს ერს წყალობა და მოციქულის სიტყვისამებრ, მშვიდობის საკვრელით შევინარჩუნოთ სულის ერთობა“-ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,781 ნახვა