GD Banner
პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე-ის, რომ ჩანჩქერივით მოედინება ინფორმაცია ნაცპარტიების პროვოკაციებზე არჩევნების ჩასაშლელად, არის ინდიკატორი იმისა, რომ შესაძლოა იქაც შემორჩა ხალხი, ვისაც არ სურს რადიკალების ინტერესებს ჩააყოლონ ქვეყანა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „აგენტურული ოთხეულის წარმომადგენლები, არჩევნების დისკრედიტაციის სხვადასხვა პროპაგანდისტულ გზებს განიხილავენ“.

ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით ის ფაქტი, რომ რადიკალური ოპოზიციიდან მსგავსი ინფორმაციები ვრცელდება, ადასტურებს იმას, რომ მათ პარტიებშიც არის ხალხი, ვისაც არ სურს „რადიკალების ინტერესებს ჩააყოლონ ქვეყანა“.

„ის რომ რადიკალური ოპოზიციის წიაღიდან კი არ ჟონავს, უკვე ჩანჩქერივით მოედინება ინფორმაცია ნაცპარტიების და მათი სატელიტების ერთობლივ პროვოკაციებზე არჩევნების ჩასაშლელად, არის ინდიკატორი იმისა, რომ შესაძლოა იქაც შემორჩნენ ხალხი ვისაც არ სურთ რადიკალების ინტერესებს ჩააყოლონ ქვეყანა და თუნდაც ამ გზით ააცილონ დესტაბილიზაცია“-წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,781 ნახვა