GD Banner
პოლიტიკა

გივი მიქანაძე: გვსურს საზოგადოებას წარვუდგინოთ ინფორმაცია იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირსა და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო საქმიანობაში იქნენ მხილებული

დღეს, შეჯამების სახით, გვსურს საზოგადოებას წარვუდგინოთ ინფორმაცია ცესკოში რეგისტრირებული იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირსა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წარმოებული საქმიანობაში იქნენ მხილებული, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიქანაძის თქმით, ამავე საკითხზე ერთი თვის წინ ჩატარებულ ბრიფინგზე, მმართველმა გუნდმა, გამოავლინა ოპოზიციასთან პირდაპირ კავშირში მყოფი 19 და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ მოქმედი 7 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია.

მანვე აღნიშნა, რომ  „სამართლისა და თანასწორობის ცენტრს“, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ახალთან“ არის აფილირებული, შუალედური ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, მისივე განცხადების საფუძველზე გაუუქმდა რეგისტრაცია.

“შეგახსენებთ, რომ 1 თვის წინ, 27 სექტემბერს იგივე საკითხზე ჩვენს მიერ ჩატარებული შუალედური ბრიფინგით რეგისტრირებული 49 ორგანიზაციიდან გამოვლინდა ოპოზიციასთან პირდაპირ კავშირში მყოფი 19 და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ მოქმედი 7 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია.

აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, კერძოდ, „სამართლისა და თანასწორობის ცენტრს“, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ახალთან“ არის აფილირებული, ჩვენ მიერ შუალედური ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, მისივე განცხადების საფუძველზე, ცესკომ გაუუქმა რეგისტრაცია.” – განაცხადა გივი მიქანაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,741 ნახვა