GD Banner
Uncategorized

ბიძინა ივანიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე – ხალხი, ვინც საკუთარ სამშობლოს ებრძვის ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს. არავითარი რესურსი მაგის არ აქვთ რომ არიონ, თუმცა მცდელობები აქვთ და ფხიზლად უნდა ვიყოთ

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების შემდგომ პერიოდზე ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიციას რესურსი არ აქვს რომ ქვეყანაში რამე არიოს, თუმცა არსებობს მცდელობები და სიფხიზლეა საჭირო.

„რაც შეეხება არჩევნების შემდგომ პერიოდს. არ მინდა ამის გაუბრალოება, რომ ესენი არაფერს არ ცდილობენ. თარგამაძის მკვლელობის მცდელობაში დადანაშაულებული მეორედ რომ შემოვიდა, 18 წელი ციხე ეკუთვნის და კაცი კიდევ შემოვიდა. ასეთი სულელი ხომ არ არის არა? შემოდის, რაღაცებს წვალობენ, მაგრამ არავითარი რესურსი არ აქვთ. გაუბედურებულები არიან. უბედური ხალხია ზოგადად. ხალხი, ვინც საკუთარ ქვეყანას და საკუთარ სამშობლოს ებრძვის ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს.

საცოდავი გაუბედურებული ხალხია, არავითარი რესურსი მაგის არ აქვთ რომ არიონ, თუმცა მცდელობები აქვთ და ფხიზლად უნდა ვიყოთ. მე რატომ ვაწყნარებ ხალხს, იმიტომ, რომ კარგად მუშაობს ქართული სისტემა და სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობენ მომართულად და გვაქვს იმის რესურსი, რომ არ დავუშვათ, თუმცა სიფრთხილე არ უნდა დავკარგოთ“.-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,255 ნახვა