GD Banner
უცხოური მედია

მოლდოვაში ბიულეტენების 97 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ მაია სანდუს ხმათა 41.55 პროცენტი აქვს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების 97 პროცენტზე მეტი უკვე დათვალა. მოქმედ პრეზიდენტს, მაია სანდუს მხარი ამომრჩეველთა 41.55 პროცენტმა დაუჭირა, ხოლო მოლდოვის ყოფილ გენერალურ პროკურორს, სოციალისტების მიერ მხარდაჭერილ ალექსანდრე სტოიანოგლოს – 26.51 პროცენტმა.

იმ შემთხვევაში, თუ ხმების სრულად დათვლის შემდეგ აღნიშნული მონაცემები არ შეიცვლება და ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 50 პროცენტზე მეტს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,782 ნახვა