GD Banner
საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: სალომე ზურაბიშვილი არასანდო ადამიანია როგორც პოლიტიკაში, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებში. პირადი საუბარი, რომელიც შეიძლება მართლაც შედგა ევროკავშირის ელჩთან, სააშკარაოზე გამოიტანა

x

სალომე ზურაბიშვილი არასანდო ადამიანია როგორც პოლიტიკაში, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებში, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი პრეზიდენტის განცხადებას ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შესახებ.

„ის პირადი საუბარი, რაც შეიძლება მართლაც შედგა ევროკავშირის ელჩთან, მან სააშკარაოზე გამოიტანა და ევროკავშირის მისიას საქართველოში განმარტების გაკეთება მოუწია. მეორე საკითხია თავად რა წერია ამ განმარტებაში და რა განმარტება გაკეთდა. რა თქმა უნდა, იმას არავინ აღიარებს და არავინ იტყვის, რომ ასე ღიად ხდება საქართველოს არჩევნებში ჩართულობა“, – აცხადებს ბოჭორიშვილი.

ზურაბიშვილმა თქვა, რომ ევროკავშირის ელჩი მხარს უჭერს ქარტიას, რომელიც დროებით მთავრობას და რიგგარეშე არჩევნებს ითვალისწინებს. ევროკავშირის საელჩომ კი ზურაბიშვილი ტყუილში ამხილა. „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ, საელჩოში განაცხადეს, რომ „ქართული არჩევნები სრულიად ქართველი ხალხის ხელშია. ევროკავშირი არ არის ჩართული საპარლამენტო არჩევნებში და არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს“.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,723 ნახვა