GD Banner
Uncategorized

„თბილისი პრაიდმა“, რომელიც კაცების გათხოვების დაკანონების მომხრეა, უნდა ჩაატაროს მარში და აქ უნდა მიიღონ მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებმა-მაჭარაშვილი

სირცხვილია ის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დამოუკიდებლობაზე, ტრადიციებზე, საქართველოზე, ქართველობაზე, ამ დროს „თბილისი პრაიდმა“, რომელიც კაცების გათხოვების დაკანონების მომხრეა, უნდა ჩაატაროს მარში და აქ უნდა მიიღონ მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებმა, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

„ეს თავიდან ბოლომდე განწირულია, რადგან ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის შეცდომაში შეყვანის მცდელობაც კი აღარ გამოვა. მცირე ნაწილს კი მოვუწოდებთ, რომ ეს არ არის ქართული არჩევანი, არამედ ეს არის „თბილისი პრაიდის“ და უცხოეთიდან გათხოვილი კაცების შედგენილი დღის წესრიგი, სადაც ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მონაწილეობას არასდროს მიიღებს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,810 ნახვა