GD Banner
სამართალი

ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ელჩის განცხადებაზე: სწორედ რომ პირიქითაა და არ მინდა, საკუთარი ინტერესებისთვის ქვეყნის ინტერესები ოდნავ მაინც დაზიანდეს – წელიწადნახევარი არ მქონდა წვდომა ჩემს რესურსებზე და თუ ეს ნორმაა, თვითონ საზოგადოებამ განსაზღვროს

სწორედ რომ პირიქითაა, რომ საკუთარი ინტერესები სახარჯოდ არ მინდა, რომ ქვეყნის ინტერესები ოდნავ მაინც დაზიანდეს და ესაა მიზეზიც. ახლა მე შევეცდები, რაც შეიძლება მოკლედ ავხსნა ეს, თუმცა, ჩემი ადვოკატები ხშირად აკეთებდნენ განცხადებებს, რამდენად მეჩვენება მე და ვარ ვირტუალურ სამყაროში რომ ვარ სანქცირებული და ამ დროს, თურმე, არ ვარ, პატარა განმარტებებს გავაკეთებ, იმის გაგრძელებას, რაც ჩემს ადვოკატებს საზოგადოებისთვის უკვე აუხსნიათ, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ივანიშვილს სანქციებთან დაკავშირებით მცდარი აღქმები აქვს და ის ქვეყნის ინტერესებზე წინ პირად პრობლემებს აყენებს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მარტივად შეიძლება აიხსნას, სანქცირებულია თუ არა, ვინაიდან, უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ კვირაში, საზღვარგარეთ მისი ყველანაირი აქტივი დააყადაღეს, ხოლო, საბანკო რესურსებზე წვდომა წელიწადნახევრის განმავლობაში არ ჰქონდა.

„ძალიან მარტივად შეიძლება აიხსნას, სანქცირებული ვარ თუ არა რეალურად. როდესაც ომი დაიწყო, ზუსტად ორ კვირაში, ყველანაირ აქტივი, თუკი რამე იყო ჩემი საზღვარგარეთ, ყველაფერი დააყადაღეს, მათ რიცხვში, ხელოვნების ნიმუშები, ვერტმფრენი მქონდა შეძენილი, ისიც რამდენიმე თვე ვერ წამოვიყვანე გერმანიიდან, ხელოვნების ნიმუშებზე რაღაც საოცრებები ხდებოდა, რომ საწყობიდან ვერ გამოვიტანე. ისეთი მიზეზები იყო, რომ სანამ ჟურნალისტები არ მოვაგროვე, სანამ რამდენიმე თვე არ გავიდა და ნახეს, რომ დიდი ხმაურით დაზარალდებოდნენ და არაფერი ჰქონდათ. მაგრამ, მთავარი ის მოხდა, რომ ჩემი ფინანსური რესურსები, რომელიც შვეიცარიაში გამაჩნდა – ეს ის რესურსები არ არის, რაზეც მე სასამართლო მაქვს „კრეტიდ სუისთან“, ის არა, რომელიც კიდევ გრძელდება ორ ადგილზე, ბერმუდასა და სინგაპურში – რაც მაშინ გადარჩა დაყაჩაღებას, პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ, ჩემი პირადი ანგარიში, რაც დაყაჩაღებას გადაურჩა, ის იგივე შვეიცარიის ბანკში გადავიტანე, ოღონდაც, სატრასტო მმართველობაა, ფინანსისტებმა იციან, მე იძულებით იგივე „კრედიტ სუისის“ ტრასტები უნდა დამეტოვებინა, ოღონდ, სხვა ბანკში გადავიტანე სამართავად, იქ გამიჩერეს და წელიწადნახევარი სასამართლოებში მატარეს, ბერმუდასა და სინგაპურში არა, გერნსიზე. ჩვეულებრივ, საბანკო გადარიცხვებს, კარგად მოგეხსენებათ, ერთი დღე-დღენახევარი, მაქსიმუმ ორი დღე სჭირდება, წელიწადნახევარი არ მქონდა წვდომა ჩემს რესურსებზე და თუ ეს ნორმაა და მეჩვენება, საზოგადოებამ განსაზღვროს თვითონ და ამის გაგრძელებაა ის ფაქტი, რომ წელიწადნახევრის შემდეგ მე მივიღე წვდომა ჩემს რესურსებზე და დავიბრუნე, ეს მეორე შვეიცარიის ბანკში რაც იყო და არა „კრედიტ სუისში“, ასე ვთქვათ აღვადგინე და დღესაც მაქვს წვდომა ჩემს რესურსებზე.“ – განმარტა ბიძინა ივანიშვილმა.

მან ასევე ვრცლად ისაუბრა სინგაპურის და ბერმუდის სასამართლოებში მიმდინარე პროცესებზე

„ძალიან საინტერესოდ ვითარდება თემა სინგაპურსა და ბერმუდის სასამართლოებში. ბერმუდა მესამე ინსტაციაში წავიდა და ეს აპრილში იქნება. სინგაპურში მეორე ინსტანციამ დაასრულა და ფულის გადახდა დაავალა “კრედიტ სუისს“, ეს ფული დეპონირებული იყო თვითონ სასამართლოში, პირველი ინსანციის შემდგომ. სინგაპურის სასამართლოში არის ასეთი კანონი, რომელიც ამის უფლებას იძლევა, 11 ივლისს, მე მგონი დასრულდა, გამოიტანა დასკვნა სასამართლომ, რომ სასამართლო დასრულებულია მეორე ინსანტიით და გადაიხადეთ. ე.ი. კრედიტ სუისს არავითარი ვარიაციები აღარ დარჩა. ერთადერთი, რამდენადაც ბერმუდა და სინგაპურის ორ ინსტანციაში გვაქვს სასამართლო, იქ არის ფინანსების ნაწილი არის თანხვედრა, ორჯერ შეიძლება განმეორდეს [ერთიდაიმავე] სინგაპურზეც და ბერმუდაზეც თანხები, რომელიც პირველი ინსტანციის მერე დაარეზერვებინეს კრედიტ სუისს, თანხების გარკვეული ნაწილი არის კვეთაში ერთმანეთთან, მეორდება და ამას როგორც წესი ექსპერტები ითვლიან, ჩვენი ექსპერტი და კრედიტ სუისის ექსპერტი. ნუ ახლა ამის დათვლას რამდენი უნდა, ალბათ ერთი საათი, ორი საათი. 11 ივლისიდან მოყოლებული, სანამ დედლაინი არ დაუსვა სასამართლომ, რომ 29 სექტემბრამდე, მათი ექსპერტი შვებულებაში წავიდა, რაღაც პრობლემები ჰქონდა, მოკლედ ორი თვე ითვლიდნენ ამას.“ – განაცხადა ივანიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ პროცესი გაჭიანურებულიყო და თავად საზოგადოების განსასჯელია, რამდენად ეჩვენებოდა ბიძინა ივანიშვილს ის, რომ იგი სანქციების პირობებში იმყოფებოდა.

„ამავდროულად, ის თანხა, პირველი, დეპონირებული რაც იყო ნაწილი შემცირებულია, მაგრამ საერთო ჯამში ყოველდღიურად ამ დროს ასი ათას დოლარზე მეტი პროცენტის დარიცხვა უწევდა „კრედიტ სუისს“. არავითარი გამოსავალი აღარ იყო, საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოსი იყო, ფული სასამართლოში იყო, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ გაეჭინაურებინათ. 2 თვის განმავლობაში. თვითონ მაყურებელმა გადაწყვიტოს ეს, მეჩვენება? ტყუილად იხდიდნენ, 100 ათასი დოლარი დღეში გადასახდელი, როგორი დიდი ბანკიც არ უნდა იყოს, არავის მოსწონს ეს ხომ? თანაც რისთვის? მხოლოდ იმისთვის რომ დრო გაეწელათ. ამ დროს, კორელაციაში იყო განცხადებები დასავლეთიდან, რომ ივანიშვილი უნდა დავასანქციროთ. მეოთხედ უკვე სასირცხვილო გადაწყვეტილება ევროპარლამენტის, უამრავი განცხადებები, ამ ფონზე მოყოლებული, რომ ნახოთ 11 ივლისიდან როდესაც სასამართლომ უკვე გადაწყვეტილება მიიღო და ექსპერტი იქით აჭიანურებდა, რომ ფული დროზე არ მიმეღო, აი ეს პროცესი ნახეთ და თვითონ ჩათვლით.“ – განაცხადა ივანიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,752 ნახვა