GD Banner
მეცნიერება

საშიში „ციხის ექსპერიმენტის“ ავტორი ფილიპ ზიმბარდო გარდაიცვალა

აშშ-ში გარდაიცვალა პროფესორი ფილიპ ზიმბარდო , რომელიც ერთ-ერთი სასტიკი ექსპერიმენტის,, „ციხის ექსპერიმენტის“  ავტორი იყო.

მსოფლიოში ცნობილი ფსიქოლოგი სან-ფრანცისკოში 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ სტენფორდის უნივერსიტეტი იუწყება, სადაც ზიმბარდო 1960 წლიდან მოღვაწობდა.

სკანდალური ექსპერიმენტი ზიმბარდომ 1971 წელს ჩაატარა. მან ფაკულტეტის შენობის სარდაფში იმიტირებული ციხე მოაწყო და სტუდენტები ორ ჯგუფად- „ბადრაგებად“ და „პატიმრებად“ გაყო. 

ექსპერიმენტი დაფინანსებული იყო აშშ-ის სამხედრო საზღვაო ფლოტის მიერ, იმისათვის, რომ აეხსნათ კონფლიქტების მიზეზები ფლოტში და გამოსასწორებელ დაწესებულებებში. მონაწილეობა 24-მა მოხალისემ მიიღო. მათ დღეში 15 დოლარს აძლევდნენ.

პროფესორმა მოგვიანებით აღიარა, რომ ექსპერიმენტმა კონტროლი დაკარგა და შოკისმომგვრელი გახდა. ყოველი მესამე „ბადრაგი“ სადისტურ მიდრეკილებებს ამჟღავნებდა, „პატიმრებმა“ კი უმძიმესი მორალური ტრავმები მიიღეს- იმ დონემდე, რომ ექპერიმენტის სასწრაფოდ შეჩერება მოუხდა. 

„ჩვენი ექსპერიმენტი ორი კვირის ნაცვლად 6 დღეში შევწყვიტეთ, რადგან „ბადრაგები“ და „პატიმრები“ ზედმეტად შევიდნენ როლებში. „პატიმრებმა“ საკნებში ბარიკადები მოაწყეს და ხმამაღლა გამოთქვამდნენ პროტესტს „ბადრაგების“ მხრიდან ძალადობის გამო. „ბადრაგები“ კი, ბუნტის ჩასახშობად შეცვივდნენ, სათითაოდ გამოჰყავდათ „პატიმრები“, აშიშვლებდნენ, თავზე ქაღალდის პარკებს აცვამდნენ და კარცერში მიათრვდნენ. ტუალეტში გაყვანა, საკვები და სხვა რუტინა პრივილეგიად ითვლებოდა და მხოლოდ მორჩილებს აჯილდოებდნენ. ურჩებს კი, იატაკზე აგდებდნენ, თავზე ფეხს აჭერდნენ და ტუალეტებს შიშველი ხელებისთ ახეხინებდნენ“,- თქვა ზიმბარდომ ერთ-ერთ ინტერვიუში.

წლების მანძილზე ზიმბარდოს ექსპერიმენტი გასაჯაროებული არ იყო და მხოლოდ აბუ გრეიბის სკანდალის შემდეგ გახდა მის შესახებ ცნობილი. 

თავისი ნაშრომი პროფესორმა  წიგნში „ლუციფერის ეფექტი“ აღწერა. მან ასევე გაავლო პარალელი სტენფორდის სარდაფში მომხდარ ძალადობასა და ერაყში აბუ-გრეიბის  რეალურ ციხეს შორის. 

მისი თქმით, უდიდეს როლს თამაშობს დეჰუმანიზაცია: „თქვენ გაძლევენ დავალებას და პასუხს არ გთხოვენ დანაშაულზე. თქვენ პატიმრის სიცოცხლეზე სრული უფლება გენიჭებათ. თქვენ ის გეზიზღებათ, რადგან ის თქვნს თვალში ჭუჭყიანი, სუნიანი ცხოველია.  მიუკერძოებელი ზედამხედველის არ არსებობის შემთხვევაში, ციხე კლოაკად იქცევა და აბუ -გრეიბმა ეს მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა“,-განაცხადა პროფესორმა. 

წლების წინ, საქართველოში, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, ციხეებში არსებულ სისასტიკეს, რომელსაც ბადრაგები პატიმრების მიმართ იჩენდნენ, ფსიქოლოგები სწორედ ზიმბარდოს ექსპერიმენტის დადასტურებად მიიჩნევდნენ. მათი ნაწილის თქმით, სწორედ დაუსჯელობის განცდა იყო მიზეზი სისტემური წამებისა და სადიზმისა ქართულ ციხეებში.  

ზიმბარდoს ექსპერიმენტის მიხედვით გადაღებულია რამდენიმე ფილმი. მათ შორის 2010 წელს „ექსპერიმენტი“, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს ედრიან ბროუდი. ასევე „2015 წელს „სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი“ ეზრა მილერის მონაწილეობით.  

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,952 ნახვა