GD Banner
Uncategorized

ვინც დღეს უკანალს ათამაშებთ და „რა გამიკეთა ბიძინამ?” გაიძახით, ხართ სამშობლოს მტრები და თავმოყვარეობადაკარგული ბოღმის ბუკეტები, რადგან თქვენში ბუდობს ფარსმან სპარსის ზნედაცემული სული! „მე, მე, მე“ – ესაა თქვენი მრწამსი და რწმენაც!

ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

-„აუუ, კაი რაა, რა გამიკეთა ბიძინამ?!“.- ისე ამბობს ხოლმე ზოგიერთი “ახლობელი პრადვინუტი პერსონა”, ეგრევე ვეკითხები: -და რა უნდა გაეკეთებინა ბიძინას შენთვის?! რა იყო, მამაა შენი და გერგება?! თუ ვალი აქვს შენი ოჯახის ივანიშვილს და არ გიბრუნებს?!..

მერე ვფიქრობ, რა უნდა გაეკეთებინა პირადად ჩემთვის ივანიშვილს იმაზე მეტი, რაც გამიკეთა? ან ჩემი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის?

მშვიდობა და წყნარი, სტაბილური გარემო მომცა!

აი, ნახეთ…

რამოდენიმე დღის წინ ღვინო დავაგემოვნეთ სუფრაზე- დანახარის ჯიშის ყურძნის…გაგებულიც არ მქონდა ასეთი ჯიში. ” ბიძინას სანერგედან წამოვიღე ნერგი და პირველი მოსავალიაო” – გვითხრა კარგმა ქართველმა… ეს ის სანერგეა ბიძინამ რომ აჩუქა ქართველ ხალხს! ანუ, ქართულ სახელმწიფოს. ანუ, მე და ჩემ მონაგარს!

ამისთვის ვართ მადლობელნი!

ახლობელმა ოპერაცია გაიკეთა. გადარჩა… არც სახლი ჩაუდია ხაზარაძის ბანკში და არც სახლი გაუყიდია, როგორც მიშას დროს ხდებოდა… მერიამ, ჯანდაცვის სამინისტრომ, ცოტაც მეზობლებმა შევუქუჩეთ და… აგრძელებს ცხოვრებას!

ამისთვისაც მადლობა ჩვენგან!

მამიდა დააწვინეს რუხის საავადმყოფოში. ღამე ჩავედი სამ საათზე… უკვე აპარატზე იყო მიერთებული. თეთრი გედივით იდგა აფხაზეთსა და სამეგრელოს შორის ეს იმედის სახლი… ბევრი აფხაზის და ქართველის სიცოცხლე გადაარჩინეს საოცარმა ექიმებმა ამ საოცარ გარემოში… 18 დღე უვლიდნენ პრაქტიკულად გარდაცვლილს… არცერთი თეთრი არ მოუთხოვია არავის… სახელმწიფო აცოცხლებდა!

მადლობის მეტი რა მეთქმის!

ჰო, მთელი ევროპა მოვიარ- მოვიმუზეუმეთ ყველამ ერთად და ყველამ ცალ- ცალკე. ზოგი დასაქმდა და ზოგიც დასახლდა…

აბა, როგორ არ უნდა ვუმადლოდე, როცა ვიცი, რომ ვიზალიბერალიზაციაც მისი პოლიტიკის დამსახურებაა!

ახლა, აღარ ჩამოვთვლი ეკლესია- მონასტრებს, მუზეუმებს, გამოქვაბულებს, ფიროსმანის შედევრებს და სანუკვარ ხელნაწერებს! არც ბოტანიკურ ბაღებს და ქართულ ტყე- ველში გაშვებულ ათასობით ენდემური ჯიშის ფრიმველებს, არც ბიძინას პირად პენსიონერებს და გადარჩენილ სიცოცხლეებს, არც გადაფარულ კრედიტებს და …. არ გავაგრძელებ! ისედაც ყველამ იცის და თუ სიკეთის დანახვა უნდათ, თუ ცოდვას მადლისგან ანსხვავებენ, თუ შუბლის ძარღვი ბოლომდე არ გაწყვეტიათ, მიხვდებიან, რომ ეს ყველაფერი მე გამიკეთა, შენ გაგიკეთა, ჩვენ გაგვიკეთა ამ ერთმა ქართველმა კაცმა!

ადრეც შემეძლო ეს ყველაფერი მეთქვა, მაგრამ იტყოდნენ- დეპუტატობა უნდაო, ან შვილების კარიერას ჩალიჩობსო…

ახლა კი, მშვიდად ვიტყვი, როცა ყველა “ აბოიმა” სავსეა… როცა ერთი ბედნიერი, ორი შვილის კმაყოფაზე მყოფი დედა და 8 შვილიშვილის უმუშევარი, პენსიონერი ბებია ვარ!

თქვენ, ვინც დღეს უკანალს ათამაშებთ, თავს იშტერებთ და “ რა გამიკეთა ბიძინამ?” გაიძახით, ხართ ჩემი, ჩემი შვილების, ჩემი სამშობლოს მტრები! ხართ უტვინო, გამოპრუტუნებული ბოღმის ბუკეტები, თავმოყვარეობადაკარგული არაკაც- არაქალები! იცით რატომ? იმიტომ, რომ თქვენში ბუდობს ფარსმან სპარსის ზნედაცემული სული… თუ მე არა, დანგრეულა, გაპარტახებულა, ნაცარტუტად ქცეულა სამყაროო- ესაა თქვენი მრწამსიც და რწმენაც! მე, მე, მე!!!

ვაი შენ და ზმუკი!🤣🤣🤣

ჩვენ გავიმარჯვებთ!

ჩვენ გადავარჩენთ ომისგან და ნგრევისგან საქართველოს! თქვენ კი იცოდეთ, პირადად მე გპირდებით – ჩემი სისხლი და ხორციც რომ იყოთ, დღევანდელ ღალატს არ გაპატიებთ!

ხათუნა ხოფერია

თბილისი. 19 ოქტომბერი 2024 წელი

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,895,057 ნახვა