GD Banner
Uncategorized

„გახარია საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი თინათინ ნახუცრიშვილი: 2021 წლის არჩევნებზე გახარიას პარტიის შეკრებაზე მოვხვდი. მომეჩვენა, რომ ადამიანური იყო და გადავწყვიტე მასთან დამეწყო მუშაობა, მაგრამ დღეს თავის სახე დაგვანახა

„გახარია საქართველოსთვის“ დიდუბის ორგანიზაციის წევრი თინათინ ნახუცრიშვილმა პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ამასთან, გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ კიდევ ორმა წევრმა მიიღო. მიზეზად ასახელებენ იმას, რომ მათ კუთვნილი ანაზღაურება 2021 წლის თვითმმართველობის შემდეგ არ აუღიათ.

„2021 წლის არჩევნებზე შემთხვევით მოვხვდი მუშტაედში გახარიას პარტიის შეკრებაზე. მომეჩვენა, რომ ადამიანური იყო და მაგის გამო გადავწყვიტე მასთან დამეწყო მუშაობა, დავხმარებოდი. ბევრი ვიწვალეთ, ქუჩა-ქუჩა ვიარეთ. კიდევ გვქონდა იმედი, რაღაც იქნება, მაგრამ დღეს უკვე გადავწყვიტეთ, არაფერი გამოვა მაგ ადამიანისგან და თავის სახე დაგვანახა“, – განაცხადა ნახუცრიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,808 ნახვა