GD Banner
პოლიტიკა

ფრანგი ევროპარლამენტარი: მახსოვს 10 წლის წინ მაიდანი, სადაც ევროპარლამენტარები ამბობდნენ – „თუ იანუკოვიჩის მთავრობას გადააყენებთ, ხვალ ევროპაში იქნებით”. 10 წლის შემდეგ, არიან თუ არა ევროპაში? შეხედეთ უკრაინას

მახსოვს ზუსტად 10 წლის წინ მაიდანი, სადაც ევროპარლამენტარები იდგნენ მოედანზე და ამბობდნენ – „თუ იანუკოვიჩის მთავრობას გადააყენებთ, ხვალ ევროპაში იქნებით”. 10 წლის შემდეგ, არიან თუ არა ევროპაში? შეხედეთ უკრაინაში არსებულ მდგომარეობას, – განაცხადა ფრანგმა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

მისივე თქმით, როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს არჩევანი, ქართველები დარჩებიან ქვეყნად, ხალხად, რომელსაც აქვს მოწოდება, იყოს დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი.

„ასეთი განცხადებების გაკეთება ნიშნავს „მოისმინეთ ქართველებო, თქვენ ჩვენი მეგობრები იქნებით, თუ ხმას მისცემთ იმას, რასაც მე მინდა”. ეს ასეა. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში გეოგრაფია არ იცვლება. როგორიც არ უნდა იყოს ხელისუფლება საქართველოში, როგორიც არ უნდა იყოს მთავრობა ან მთავრობები ევროპაში, საქართველო ყოველთვის დარჩება იმავე გეოგრაფიულ პოზიციაში. საქართველოს ეყოლება იგივე მეზობლები… საქართველო ყოველთვის იქნება ევროპის დიდი საზოგადოების ნაწილი, მე არ ვსაუბრობ ევროკავშირზე, არამედ ევროპაზე. საქართველოს ყოველთვის ექნება, ჩემი აზრით, ევროპული მოწოდება. და იმის თქმა, რომ „თუ არ აირჩევთ ამ ხელისუფლებას, დაგასანქცირებთ, აღარ იქნება უვიზო მიმოსვლა“… საქართველოში ყველა ჭკვიანი ადამიანი მიხვდა, რომ ეს იყო უცხოური ჩარევა, ყველა მიხვდა, რომ ეს იყო შანტაჟი, ყველა მიხვდა, რომ თქვენ გეუბნებიან: „დაგვემორჩილეთ, თორემ დაისჯებით“. ვფიქრობ, ასე არ ხდება, როცა ვსაუბრობთ, როცა ადამიანებს პატივს ვცემთ. მე ევროპის მომხრე ვარ. როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს არჩევანი, მე ვფიქრობ, რომ ქართველები დარჩებიან ქვეყნად, ხალხად, რომელსაც აქვს მოწოდება იყოს დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი, შესაძლოა არა ახლავე, შესაძლოა არა ხვალვე.

მაიდანის მოვლენები მახსოვს. მე 1993 წლიდან ვარ დეპუტატი, მახსოვს ზუსტად 10 წლის წინ მაიდანი, სადაც ევროპარლამენტარები იდგნენ მოედანზე და ამბობდნენ: “თუ იანუკოვიჩის მთავრობას გადააყენებთ, ხვალ ევროპაში იქნებითო”. 10 წლის შემდეგ, არიან თუ არა ევროპაში? შეხედეთ უკრაინაში არსებულ მდგომარეობას“, – განაცხადა მარიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,894,175 ნახვა