GD Banner
პოლიტიკა

ბიძინა ივანიშილი: საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებისა და დაცვის მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ და ამ საკითხს კონსტიტუციაში ავსახავთ

ბუნებრივია, ის ხალხი, ვინც ჩვენს ტრადიციებს ებრძვის, განსაკუთრებულ აგრესიას იჩენს ჩვენი თვითმყოფადობის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენის – მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. არადა, ჩვენი ქვეყნის ევროპულობა, მნიშვნელოვანწილად, სწორედ იმან განსაზღვრა, რომ საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ქუთაისში, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებისა და დაცვის მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს და ამ საკითხს კონსტიტუციაში ასახავს. 

„მჯერა, რომ განსხვავებულის მიმღებლობა და ტოლერანტობა, ასე კარგად რომ ახასიათებს ჩვენ ერს, ქართველი კაცის ხასიათთან ერთად, საუკუნეების განმავლობაში, ჩვენში ღრმად გამჯდარი ქრისტიანული რწმენის დამსახურებაა.

ამიტომაც, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებისა და დაცვის მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ და ამ საკითხს კონსტიტუციაში ავსახავთ! თუმცა, რა თქმა უნდა, ამით საქართველოში მოქმედი არცერთი რელიგიური კონფესიის უფლება მინიმალურადაც კი არ შეიზღუდება, რისი გარანტიც იყო, არის და იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,952 ნახვა