GD Banner
Uncategorized

ნიკა გაბელია „ნაცმოძრაობაზე“: პირველი, რაც გააკეთეს ამ დეგრადირებულებმა, წყალი, დენი, გაზი, ყველაფერი მიყიდეს რუსეთს. სააკაშვილმა უვიზო რეჟიმი გაუუქმა რუსეთს და თქვა, რომ ტურისტები უნდა შემოვიდნენო და რუსულ ფულს სუნი არ ასდისო

ახალგაზრდა თაობას, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ვინ იყო „ნაციონალური მოძრაობა“, ჩაუდეს კოდი, დაშტამპული ჩიპი, რომ ან ჩვენ ან სიბნელე. თურმე ისინი არიან ევროპა და ჩვენ – სიბნელე, – განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, ბლოგერმა ნიკა გაბელიამ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა უნდა ყოფილიყო 2012 წელს, მაგრამ რატომ არ მოხდა გასაგებია, ჩვენი ლიბერალური მიდგომის ბრალია და თურმე შეცდომა ყოფილა. იმდენი შეძლეს, რომ რაც 9 წლის განმავლობაში საშინელებები აკეთეს, არანაკლები ქნეს ოპოზიციის პირობებში. ტელევიზიების მეშვეობით ისეთი საშინელებები აკეთეს. ხომ ვხედავდით რამხელა ტყუილის პროპაგანდა მიდიოდა, ადამიანების დამოკიდებულებებსაც კი ფეხებზე იკიდებდნენ, ბოდიში ამ გამოთქმისთვის. მივიდნენ რაღაც დონემდე და ახალგაზრდა თაობას, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ვინ იყო „ნაციონალური მოძრაობა“, ჩაუდეს კოდი, დაშტამპული ჩიპი, რომ ან ჩვენ ან სიბნელე. თურმე ისინი არიან ევროპა და ჩვენ – სიბნელე. ხალხო, ვინც არ იცით, დაიმახსოვრეთ, პირველი რაც გააკეთეს ამ დეგრადირებულებმა, რაც კი გაგვაჩნდა, წყალი, დენი, გაზი, ყველაფერი მიყიდეს რუსეთს. სანამ წავიდოდა, არ დაგავიწყდეთ, რომ უვიზო რეჟიმი გაუუქმა რუსეთს და თქვა, რომ ტურისტები უნდა შემოვიდნენო და რუსულ ფულს სუნი არ უდისო. კარგად გვახსოვს ეს ყველაფერი და ახლაც გვეუბნებიან, რომ არ მითქვამს ეგეთი რაღაცებიო“, – განაცხადა გაბელიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,808 ნახვა