GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო შეუძლებელი, დღეს ეკონომიკური ზრდის 10 პროცენტიანი მაჩვენებლით პირველ ადგილზე ვართ არა რეგიონში, არამედ ევროპაში – ევროპისკენ. ჩვენ არ მივდივართ გაწვდილი ხელით, შევძელით, ამ მიმართულებითაც თავაწეულები ვყოფილიყავით

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქუთაისში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე და მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის მონაცემების დადებით პროგნოზზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის თანახმად, რამდენიმე წელიწადში, საქართველოს მოქალაქეები, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებზე უკეთ იცხოვრებენ. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ამ კუთხით, „ქართულმა ოცნებამ“, შეუძლებელი შეძლო და ეკონომიკის ზრდის 10 პროცენტიანი მაჩვენებლით ქვეყანა პირველ ადგილზეა ევროპაში.

„ეს არის პირველი არჩევნები, როცა ვამბობთ თამამად, მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის ციფრებზე დაყრდნობით, ასევე შეგვიძლია იგივე დავპირდეთ ჩვენს მოქალაქეებს, გადაჭარბების გარეშე ვამბობთ ამას, რომ სულ რამდენიმე წელიწადში, საქართველოს მოქალაქეები იცხოვრებენ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის, მოქალაქეებზე უკეთ, ვიდრე ისინი დღეს ცხოვრობენ. მინიმუმ, რამდენიმე ქვეყანაზე უკეთ. ალბათ, ეს რომ 10 წლის წინ, დამეთანხმებით, 10 წლის წინ ვინმეს გაეხმოვანებინა შეიძლება გიჟადაც შეგვერაცხა, მაგრამ დღეს ამას ჩვენ კი არ ვამბობთ მხოლოდ, ამას ამბობს მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი, ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია ამ მიმართულებითაც ვიყოთ ამაყები.

„ქართულმა ოცნებამ“ შეძლო შეუძლებელი. დღეს ჩვენ ეკონომიკური ზრდის 10 პროცენტიანი მაჩვენებლით ვართ პირველ ადგილზე არა რეგიონში, არამედ ევროპაში. ყველაზე ძალიან, ძალიან გულწრფელად გეტყვით, მე პირადად იცით რა მახარებს? და ზუსტად ვიცი, რომ თქვენთვის, თითოეული თავმოყვარე მოქალაქისთვის ამ ქვეყნისა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ევროპისკენ ჩვენ არ მივდივართ გაწვდილი ხელით, არამედ შევძელით, რომ ამ მიმართულებითაც თავაწეულები ვყოფილიყავით, რადგან ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსის მქონე ქვეყანა, რომელიც პირველ ადგილზეა, როგორც უკვე ვთქვით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ევროპაში.“ –  განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,569 ნახვა