GD Banner
Uncategorized

კირბი: აშშ ზელენსკის გამარჯვების გეგმას მხარს უჭერს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, ამერიკა მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შედგენილ გამარჯვების გეგმას.

„პრეზიდენტმა [ბაიდენმა] დააფასა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ოვალურ კაბინეტში გამარჯვების გეგმა მოიტანა და მასზე მსჯელობა გამართა. ჩვენ მისი დეტალების განხილვისგან თავს შევიკავებთ, შესაბამისად, მე გეგმის თითოეულ პუნქტს არ განვიხილავ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ნათლად ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის გეგმას სამართლიანი მშვიდობის შესახებ“, – განაცხადა კირბიმ ბრიფინგზე.

მან ასევე ხაზი გაუსვა უკრაინელი ხალხის გამარჯვების მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აშშ უკრაინის შესახებ ოფიციალური კიევის გარეშე არანაირ დისკუსიაში არ მიიღებს მონაწილეობას.

ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვების გეგმა 5 პუნქტისგან და 3 საიდუმლო დანართისგან შედგება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი სტრატეგიის მიზანია უკრაინისა და მისი პოზიციების გაძლიერება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,808 ნახვა