GD Banner
ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: საკუთარ თავს მუდმივად უნდა შევახსენოთ, რომ მხოლოდ მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი განვაგრძოთ ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ საკუთარ თავს მუდმივად უნდა შევახსენოთ, რომ მხოლოდ მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი განვაგრძოთ ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით. 

მან ასევე, ყველა იმ მიღწევაზე ისაუბრა,  რომელიც საქართველოს 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის პირობებში ჰქონდა და რომელიც ქმნის მყარ ნიადაგს საქართველოს შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის.

„ქვეყნის ეკონომიკა

2012 წელს ქვეყნის ეკონომიკა იყო 28 მილიარდი ლარი ჩვენ ქვეყნის ეკონომიკა გავზარდეთ 90 მილიარდ ლარამდე, ხოლო 2028 წლისთვის 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება; ქვეყნის ბიუჯეტი 2012 წელს იყო მხოლოდ 8.5 მილიარდი ლარი, წელს ბიუჯეტი უკვე იყო დაახლოებით 28 მილიარდი ლარი, 2028 წელს კი, 40 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, ამას უზრუნველყოფს „ქართული ოცნების“ პროგრამის შესრულება; გავანახევრეთ უმუშევრობა საქართველოში. მხოლოდ ბოლო 2.5 წელიწადში შევქმენით 170,000 სამუშაო ადგილი, მომდევნო 4 წლის განმავლობაში სულ მცირე 200,000 ახალ სამუშაო ადგილი და უმუშევრობა ჩამოსცდება  4 %-ს, რაც არის ევროკავშირის მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი; 2012 წელს საშუალო ხელფასი საქართველოში 712.5 ლარი იყო, წელს საშუალო ხელფასი უკვე 2,000 ლარზე მეტია, ჩვენი პროგრამის განხორციელების შემდეგ 2028 წელს  საშუალო ხელფასი საქართველოში მიაღწევს 3,500 ლარს მიაღწევს; 2012 წლის შემდეგ, 680 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია სიღარიბე, ხოლო 2028 წლის ჩათვლით, სიღარიბეს დამატებით 300,000 ადამიანი დაძლევს, რის შემდეგაც სიღარიბის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოცდება;

მხოლოდ გასული 2.5 წელიწადის განმავლობაში, ჩვენ საქართველოში მოვიზიდეთ  5 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოვიზიდეთ, ხოლო მომდევნო 4 წლის განმავლობაში, დამატებით 9 მილიარდი დოლარის უცხოურ ინვესტიციებს მოვიზიდავთ; 2012 წლამდე მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი იყო აშენებული, 2012 წლის შემდეგ კი, ზუსტად  ქვეყანაში 4-ჯერ მეტი, 273 კილომეტრი ავტომაგისტრალი აშენდა. მომავალ წელს დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა, რის შემდეგაც თბილისიდან ქუთაისამდე მგზავრობას 2 საათზე ნაკლები დაჭირდება; 2012 წლის შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, შეიქმნა 700 ახალი საწარმო და გადაიარაღდა 800 საწარმო. ბიზნესის მხარდაჭერა გაგრძელდება, შესაბამისი პროგრამები გაგრძელდება და 2028 წლის ჩათვლით, დამატებით ასობით ახალი საწარმო და 70,000 სამუშაო ადგილი მხოლოდ ამ პროგრამების საფუძველზე შეიქმნება; 2-ჯერ გავზარდეთ 2012 წლის შემდეგ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება. მომავალი 4 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ქართული სოფლის გაძლიერებისთვის მოხმარდება 3 მილიარდი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან; 2028 წლისთვის საქართველოში ტურისტების რაოდენობა 11 მილიონს, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლები 6,4 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, რაც იმერეთის განვითარებაზეც სათანადოდ აისახება;

2030 წელს საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 3-ჯერ გადააჭარბებს 2012 წლის მაჩვენებელს და საქართველო, ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით, სრულად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა გახდება, რაც ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი; 2 მილიარდ ლარზე მეტი გამოიყოფა რეგიონული განვითარების ფონდისთვის, 400 მილიონი – სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის, 155 მილიონი – მთის ფონდისთვის, ხოლო 200 მილიონი – მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამისთვის; 2012 წლის შემდეგ, 3-ჯერ გაიზარდა გაზიფიკაციის ტემპი და უკვე მომავალ წელს 93% მიაღწევს გაზიფიკაციის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით  2028 წლისთვის 95 % იქნება დაფარული უკვე გაზიფიკაციით მთელი ქვეყნის მასშტაბით. ინვესტიციები წყალმომარაგებაში არის გაზრდილი 15 -ჯერ 2012 წლის შემდეგ და უკვე  მომავალ წელს 24-საათიან უწყვეტი  წყალმომარაგება ექნება ქვეყნის უკლებლივ  ყველა ქალაქს, თქვენ როგორც მოგეხსენებათ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“  მოსვლამდე ქუთაისსაც კი არ ჰქონდა 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება  და დღეს ქალაქი ქუთაისი სრულად არის უზრუნველყოფილი უწყვეტი წყალმომარაგებით;

2012 წლის შემდეგ, 4 ჯერ გავზარდეთ განათლების დაფინანსება. საბავშვო ბაღები გავხადეთ სრულიად უფასო და შემოვიღეთ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა. ქვეყნის მასშტაბით დავასრულეთ 836 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია და დავიწყეთ 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა. ავაშენეთ 174  ახალი სკოლა და დავასრულეთ 1,000-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია, მომდევნო 4 წელიწადში კი, 500-ზე მეტი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდება; მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა ქვეყანაში 2012 წლამდე, 2012 წლის შემდეგ კი, 110 იუსტიციის სახლი აშენდა. დღეს გავხსენით ახალი იუსტიციის სახლი თერჯოლაში. მომავალი წლის ბოლომდე კიდევ 11 იუსტიციის სახლი გაიხსნება და იუსტიციის სახლების მომსახურებით მთელი ქვეყანა სრულად დაიფარება;

4-ჯერ გაიზარდა სპორტის დაფინანსება, რაც ქართული სპორტის მიღწევებზე სათანადოდ აისახა და იმერეთიც არ ჩამორჩება მთლიანად საქართველოს სპორტული მიღწევებით, ყველა ამ მახრის წარმომადგენელ სპორტსმენს განსაკუთრებით მინდა მივულოცო წარმატებები, ლაშა ტალახაძე არის ჩვენთან ერთად,  სამ გზის ოლიმპიური ჩემპიონი და ქართული სპორტული გენის საუკეთესო გამოხატულება. მადლობა ლაშას აქ ყოფნისთვის და წარმატებები ყველას. 4-ჯერ გავზარდეთ სპორტის დაფინანსება და დაფინანსება კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, ჩვენ ვიწყებთ ახალ 2 მილიარდიან პროგრამას იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სპორტული ინფრასტრუქტურა და რაც იმერეთზეც სათანადოდ აისახება.  ჩვენ შემოვიღეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და სხვა მიზნობრივი პროგრამები. 4-ჯერ გაიზარდა ქვეყნის სოციალური ბიუჯეტი და ჯანდაცვის დაფინანსება. შედეგად, 5-ჯერ გაუმჯობესდა ჯანდაცვის ფინანსური ხელმისაწვდომობა, 72 წელი იყო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ჩვენს ქვეყანაში და  75 წლამდე გაიზარდა ამ 12 წლის განმავლობაში, 155,000-ით გაიზარდა საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანების რაოდენობა. 5-ჯერ გაფართოვდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი, ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე თუ როგორია დამოკიდებულება ადამიანის მიმართ ჩვენი ხელისუფლების პირობებში;

პენსიები 3-ჯერ გავზარდეთ 2012 წლიდან. 1 იანვრიდან, 70 წლამდე ასაკის პენსიონერთათვის პენსია 350 ლარი, ხოლო 70 წლის ასაკიდან – 450 ლარი გახდება. შესაბამისად, 420 და 540 ლარამდე გაიზრდება პენსიები მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის და ეტაპობრივად გაგრძელდება პენსიების გაზრდა; 35,000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო ღირსეული საცხოვრისი, მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ, ახლად აშენებულ კორპუსებში ბინებს დამატებით 6,000 დევნილი ოჯახი მიიღებს, დღეს დავათვალიერეთ მოვინახულეთ ქუთაისში მშენებარე ობიექტი, სადაც 1700 ოჯახი მიიღებს ღირსეულ საცხოვრისს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

როგორც მან აღნიშნა,  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქუთაისის განვითარებას.

„ჩვენ საგანგებოდ ყოველწლიურად 40 მილიონი ლარი დამატებით გამოვყავით ქუთაისის ბიუჯეტისთვის, რაც რა თქმა უნდა მოხმარდება ქუთაისის განვითარებას, მათ შორის მისი ინფრასტრუქტურის განვითარებას; ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც უკავშირდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს სამჯერ, 5 მილიონამდე  მგზავრთა ნაკადი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რაც რა თქმა უნდა მთლიანად აისახება ქუთაისის განვითარებაზე, იმერეთის განვითარებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე და შესაბამისად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ქუთაისისთვის და მთლიანად ამ რეგიონისთვის; ჩვენ ასევე უკვე დავაანონსეთ, რომ ყოფილი პარლამენტის შენობაში უკვე მომავალ წელს გაიხსნება ტექნოლოგიური ჰაბი, სადაც განთავსდება უმაღლესი დონის ტექნოლოგიური ლაბორატორიები, საერთაშორისო IT-სკოლები, მსოფლიო დონის სამეცნიერო მუზეუმი და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ოფისები, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შეიქმნება  მრავლად ამ პროექტის განხორციელებისთანავე ქუთაისში და მთლიანად იმერეთის რეგიონის მაცხოვრებელთათვის; მნიშვნელოვნად გაფართოვდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც 2028 წლისთვის სტუდენტების რაოდენობა 20 ათასს გადააჭარბებს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტები უმაღლესი სტანდარტების საგანმანათლებლო გარემოში უმაღლესი ხარისხის, ევროპული ხარისხის განათლებას მიიღებენ. ამით, ქუთაისი გახდება ნამდვილი საუნივერსიტეტო ქალაქი და თბილისთან ერთად, მას ექნება თანაბარმნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერის ფუნქცია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ყველაფერი ქუთაისის განვითარებას სრულიად სხვა სტიმულს შესძენს.  სპორტზე გვქონდა ჩვენ საუბარი და მივიღეთ გადაწყვეტილება რომ აშენდება მრავალ ფუნქციური სპორტის სასახლე, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისელებისთვის  და ქუთაისელი ახალგაზრდებისთვის. ასევე, ჩვენ გვითხრეს რომ ქუთაისელ ახალგაზრდებში განსაკუთრებით არის ავტოდრომზე ძალიან დიდი მოთხოვნა და ამასთან დაკავშირებითაც მივიღეთ  გადაწყვეტილება, მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების ავტოდრომი ქუთაისში,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,771 ნახვა