„აბრეშუმის გალერეაში“ ქართველი მხატვრების ჯგუფური გამოფენის პირველი ეტაპი დასრულდა. მეორე ეტაპის გახსნა გაიმართება 20 ოქტომბერს, 18:00 საათზე.
გამოფენის ორივე ეტაპზე მნახველებს 126 მხატვარის მიერ შესრულებული ნამუშევრების დათვალიერების საშუალება აქვთ. მათგან 65 მხატვრის ნამუშევრები დამთვალიერებელმა უკვე ნახა.
როგორც ორგანიზატორი სოფიო ქიზიყურაშვილი აცხადებს, მსგავს მსშტაბურ გამოფენებს სახელოვნებო ჯგუფი „არტ-მეგობრები“ ტრადიციულად, სეზონურად მართავს.
გამოფენის მეორე ეტაპის ნამუშევრების ნახვა აბრეშუმის გალერეაში, (კოსტავას 59) 21 ოქტომბერსაც, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
Facebook Comments Box