GD Banner
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ჯგუფ “მგზავრების” მიერ ზღვისუბნის პარკში კონცერტის გაუქმებაზე: ხალხი მეხსიერებადაკარგული ჰგონიათ

“ქართული ოცნების” დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი, ჯგუფ “მგზავრების” ვიდეოს აზიარებს, სადაც ისინი რუსეთში გასამართ კონცერტებს აანონსებენ. შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ვიდეო 2008 წლის მოვლენების შემდეგ არის გადაღებული, “მგზავრებს” კი ხალხი მეხსიერებადაკარგული ჰგონიათ.

“2008 წლის მოვლენების შემდეგ. ევროპა არა ? ვაააჰ ! ხალხი მეხსიერებადაკარგული ჰგონიათ.” – წერს თენგიზ შარმანაშვილი. ჯგუფმა “მგზავრებმა” 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნასთან დაკავშირებით გასამართი კონცერტი იმ მოტივით გააუქმა, რომ ყველა ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მარშზე უნდა წავიდეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,908 ნახვა