GD Banner
პოლიტიკა

“ლელოს” აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის წევრი სულხან კოჩალიძე – ვტოვებ “ლელოს” პარტიას და ვემიჯნები პირადად მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასასქელებლად გადაწყვიტა

„ხაზარაძე ადამიანია, რომელიც ვაჭრობს საკუთარი პარტიით მხოლოდ მისი ინტერესების დაცვის მიზეზით“- წერს პარტია “ლელოს” აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის წევრი სულხან კოჩალიძე და პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი განმარტებით, იგი პირადად მამუკა ხაზარაძეს ემიჯნება, რომელიც ვაჭრობს საქართველოსა და მოსახლეობის ბედით, რის გამოც ვერ დარჩება მსგავს უპრინციპო და გამყიდველ კაცთან ერთად. ასევე, კოჩალიძე უკვე ყოფილ თანაპარტიელებს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

„დღეს მინდა განვაცხადო, რომ ვტოვებ “ლელოს” პარტიას და ვემიჯნები პირადად მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც, როგორც დავინახე პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასასქელებლად. ხაზარაძე ადამიანია, რომელიც ვაჭრობს საკუთარი პარტიით მხოლოდ მისი ინტერესების დაცვის მიზეზით. იგი დარჩა მევახშედ, რომელიც ვაჭრობს საქართველოსა და მოსახლეობის ბედით, რის გამოც მე ვერ დავრჩები მსგავს უპრინციპო და გამყიდველ კაცთან ერთად, რასაც მოვუწოდებ ჩემს ყოფილ პარტიაში დარჩენილ მეგობრებს გააკეთონ სწორი არჩევანი!“-წერს სულხან კოჭალიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,836 ნახვა