GD Banner
Uncategorized

ირაკლი კობახიძე: კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას შალვა გოგოლაძე დაიკავებს, ხოლო მას შემდეგ, რაც გამოიყოფა სპორტის სამინისტრო, იგი დაიკავებს სპორტის მინისტრის თანამდებობას

გვინდა, წარმოგიდგინოთ ბატონი შალვა გოგოლაძე, რომელიც ამ ეტაპზე დაიკავებს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას, ის იქნება სპორტის კურატორი კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ხოლო მას შემდეგ, რაც გამოიყოფა სპორტის სამინისტრო, ის დაიკავებს სპორტის მინისტრის თანამდებობას, ასეთია ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შალვა გოგოლაძეს აქვს ძალიან ფართო გამოცდილება სპორტის სფეროში და წარმატება უსურვა, ჯერ მინისტრის პირველი მოადგილის, ხოლო შემდეგ – სპორტის მინისტრის რანგში.

„შალვა გოგოლაძეს დამთავრებული აქვს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით არის იურისტი. წლების განმავლობაში ეწეოდა წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას, სხვადასხვა დროს იგი იყო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დირექტორი, იყო საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორი და წლების განმავლობაში ასევე იყო თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე. 2015 წლიდან, წლების განმავლობაში, იკავებდა მინისტრის მოადგილის თანამდებობას და მაშინაც კურირებდა სპორტის მიმართულებას. შესაბამისად, მას აქვს ძალიან ფართო გამოცდილება სპორტის სფეროში და დარწმუნებულები ვართ, ის იქნება ძალიან წარმატებული ჯერ პირველი მოადგილე სამინისტროში და შემდეგ უკვე ძალიან წარმატებული სპორტის მინისტრი, ბატონ შალვას მინდა, ვუსურვო წარმატებები“, – განაცხადა პრემიერმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,808 ნახვა