GD Banner
უცხოური მედია

ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ მზად არის ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის უკრაინაში სამართლიან მშვიდობასთან დაკავშირებით

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მზად არის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის უკრაინაში სამართლიან მშვიდობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ შოლცმა გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ოლაფ შოლცმა მკაფიო პრინციპების დაცვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„არასდროს იქნება გადაწყვეტილებები „უკრაინის გარეშე და არასდროს იქნება უახლოეს პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე“.

ამასთან, კანცლერმა დასძინა, რომ ყოველდღიურად უამრავი რუსი ჯარისკაცი ხდება რუსეთის პრეზიდენტის იმპერიალისტური პოლიტიკის მსხვერპლი.

„ისინიც მისი ქვეყნის გაფართოებისკენ მიმართული პოლიტიკის მსხვერპლნი არიან. რაც ევროპაში არ უნდა განმეორდეს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,343 ნახვა