GD Banner
პოლიტიკა

გია აბაშიძე სუს-ის განცხადებაზე: ძნელი მისახვედრი არაა, ვისი მხარდაჭერით აპირებენ ნაცლუზერები Deep Fake-თაც ეცადონ აურიონ ვითარება, როცა ხალხი ერთიანია და სპეცსამსახურები მაღალ დონეზე მუშაობენ, ფუჭია დივერსიები

x

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმიანება სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, მოახლოებული არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას. მისი განცხადებით, “ნაცმოძრაობა” ე.წ. “დიფ ფეიკით” აპირებს ვითარების არევას, თუმცა, ფუჭია დივერსიები, როცა ხალხი ერთიანია და სპეცსამსახურები მაღალ დონეზე მუშაობენ.

იგი არ გამორიცხავს, რომ აგენტოკრატიის გეგმებში სისხლიანი სცენარიც შეიძლება შედიოდეს, თუმცა, აქაც ვერ მიაღწევენ წარმატებას.

“ძნელი მისახვედრი არაა, თუ ვისი მხარდაჭერით აპირებენ ნაცლუზერები Deep Fake-თაც ეცადონ აურიონ ვითარება, როცა ხალხი ერთიანია და სპეცსამსახურები მაღალ დონეზე მუშაობენ, ფუჭია დივერსიები. აგენტოკრატიის ვერაგულ გეგმებში შეიძლება იყოს სისხლიანი სცენარიც – ვინმეს გაწირვა ან “ნაცების” ველიდან ან რიგითი მოქალაქის, აქაც ჩაფლავდებიან. დასავლური წიაღიდან მოდის, რომ I+I=I, information+interpretation=intelligence (ინფორმაცია+ინტერპრეტაცია=დაზვერვა).

სუს-ის ცნობით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, მოახლოებული არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას. ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება.

ფალსიფიკაციის შედეგად მიღებული საინფორმაციო მასალის გამავრცელებლები, მათ მიერ შექმნილ ყალბ ჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციას და ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ქმედებით მოახდენენ ერთის მხრივ უწყების დისკრედიტაციას, ხოლო მეორეს მხრივ დისონანსის შეტანას სახელისუფლებო შტოებს შორის. აღნიშნული პროვოკაციის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის. ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები, – აღნიშნავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.” – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,808 ნახვა