GD Banner
პოლიტიკა

არტემ დმიტრუკი „ქართული ოცნების“ ბანერებზე: უფრო მეტი უნდა ანახოთ რა ხდება უკრაინაში, როგორ სხედან ციხეებში უფლებადამცველები, მეუფეები, როგორ სცემენ ბავშვებს, ქალებს, როგორ უნგრევენ საცხოვრებელს, როგორ კლავენ და ართმევენ ღვთის რწმენას

დღევანდელი ვითარება უკრაინაში უნდა იყოს მაგალითი საქართველოს მოქალაქეებისთვის როგორ არ უნდა მოიქცე, რა არის ომი, როგორი შედეგები შეიძლება მას მოჰყვეს, – განაცხადა ზელენსკის პარტიის ყოფილმა წევრმა არტემ დმიტრუკმა, გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ უფრო მეტი უნდა ნახონ იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება უკრაინაში, რომ იგივე შეცდომები არ დაუშვან და შეინარჩუნონ მშვიდობა.

„მე ვთვლი, რომ ძალიან ცოტაა ასეთი ბანერები და მასმედიის მიმოხილვის მიმართულებები უკრაინის სიტუაციასთან დაკავშირებით. კარგი იქნებოდა გენახათ, როგორ სხედან ციხეებში უფლებადამცველები, მეუფეები, როგორ სცემენ ბავშვებს, ქალებს, როგორ უნგრევენ საცხოვრებელს, როგორ კლავენ და ართმევენ ღვთის რწმენას რაც უმთავრესია. ესეც უნდა ანახოთ. უნდა ანახოთ როგორ ხდება ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეების უფლებების შებღალვა, ენობრივი, რელიგიური თვალსაზრისით. ასობით ადამიანის გატაცება ხდება სახლებიდან. ეს უნდა ანახოთ. უფრო მეტი უნდა ანახოთ რა ხდება უკრაინაში, რომ ჩვენმა მოძმე საქართველომ არ დაუშვას ეს შეცდომა და შეინარჩუნოს მშვიდობა საკუთარ ქვეყანაში იმისთვის, რომ განაგრძოს განვითარება“, – განაცხადა არტემ დმიტრუკმა.


Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,587 ნახვა