GD Banner
Uncategorized

პიტერ სიიარტო: უნგრეთს 2025 წლისთვის უფრო მეტი რუსული გაზის შესყიდვა სურს

უნგრეთის მთავრობა რუსულ ენერგოგიგანტთან „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა 2025 წლიდან გაზის მიწოდების მოცულობა გაზარდოს, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ რუსულ მედიასთან საუბარში.

„სინამდვილეში, ჩვენ [გაზის] მოცულობას ვზრდით. ჩვენ უკვე მოვაწერეთ ხელი ერთ დამატებით შეთანხმებას, რომელიც ამა წლის ბოლო კვარტალს ეხება“, – თქვა სიიარტომ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ბუდაპეშტი მოსკოვთან აგრეთვე 2025 წლისთვის დამატებითი მოცულობის შესყიდვისთვის მოლაპარაკებას აწარმოებს.

როგორც სიიარტომ აღნიშნა, რუსული გაზის დამატებითი მოცულობის შესყიდვა „თურქული ნაკადის“ მეშვეობით მოხდება.

„ეს შესაძლებელი გახდება გაზსადენის „თურქული ნაკადის“ გამტარუნარიანობის წყალობით. ჩვენ გამოვიყენებთ ამ გამტარუნარიანობას, რაც მოცულობის გაზრდაში ხელს შეგვიწყობს“, – თქვა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,944 ნახვა