GD Banner
Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ზურაბიშვილს კონსტიტუციაც კი წაკითხული არ აქვს

„ძალიან სამწუხაროა, რომ მას [სალომე ზურაბიშვილი] კონსტიტუციაც კი წაკითხული არ აქვს“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა. 

დეპუტატის თქმით, მთავრობის დასახელების უფლება აქვს იმ პარტიას, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი მხარდაჭერა ქართველი ხალხისგან.

„რეალურად სალომე ზურაბიშვილს არავინ ეკითხება თუ რა განცხადებას გააკეთებს ორი მიზეზიდან გამომდინარე, ერთი იმიტომ, რომ ის არის ჩვეულებრივი დავალების შემსრულებელი და მეორე – ელემენტარულად, ძალიან სამწუხაროა, რომ მას კონსტიტუციაც კი წაკითხული არ აქვს, ის კონსტიტუცია, რომელსაც არაერთხელ არღვევს ხოლმე. რომ წაეკითხა, ნახავდა, რომ მთავრობის ჩამოყალიბება-დასახელების უფლება აქვს იმ პარტიას, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი მხარდაჭერა ქართველი ხალხისგან და ასეთი მხოლოდ და მხოლოდ იქნება „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბერს“, – აცხადებს გორდულაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,938 ნახვა