GD Banner
საგარეო პოლიტიკა

The Washington Post: ნეთანიაჰუმ ბაიდენს შეატყობინა, რომ ისრაელის სამიზნე ირანში მხოლოდ სამხედრო ობიექტები იქნება

The Washington Post-ი წერს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ ისრაელის ჯარი ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე აპირებს იერიშის მიტანას და არა ქვეყნის ბირთვულ და ნავთობ ობიექტებზე. გამოცემის ინფორმაციით, თავისი გადაწყვეტილების შესახებ ნეთანიაჰუმ ბაიდენს 9 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრისას შეატყობინა.

The Washington Post-ის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელი დარტყმის განხორციელებას აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებამდე გეგმავს, რადგან შესაძლოა თეირანმა საპასუხო ქმედებების დაყოვნება სისუსტედ აღიქვამს. ამასთან, წყარო აცხადებს, რომ ნეთანიაჰუს მიერ ამ საკითხთან მიმართებაში პოზიციის შერბილება იმის საწინდარი გახდა, რომ ბაიდენმა ისრაელისთვის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა THAAD-ის გადაცემა გადაწყვიტა.

ირანმა ისრაელზე მასობრივი იერიში 1 ოქტომბერს მიიტანა და ქვეყნის მიმართულებით 200 რაკეტა გაუშვა. ისრაელში განაცხადეს, რომ საპასუხო იერიშს განახორციელებდნენ, რის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საჯაროდ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის წინააღმდეგია.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,238 ნახვა