GD Banner
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციის ევროპული გზა ფუნქციადაკარგული ერის და დანიშნულებაგამოცლილი ქვეყნის გზაა, სადაც ჩვენი როლი მხოლოდ სხვათა დირექტივებზე დათანხმებაა, „ქართული ოცნების“ ევროპული გზა კი – ღირსებით წინსვლა და სხვებთან შეთანხმებაა და არა უსიტყვოდ დათანხმება

ჩვენ, ჩვენი ქართველობით უნდა გავხდეთ ევროპელები – შეუძლებელია, ზვიად გამსახურდიას ამ იდეაზე უფრო მოკლედ, სხარტად და ღრმად გადმოიცეს ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ დღეს ახორციელებს, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ოპოზიციის ევროპული გზისგან განსხვავებით, რაც ფუნქციადაკარგული ერის და დანიშნულებაგამოცლილი ქვეყნის გზას გულისხმობს, „ქართული ოცნების“ ევროპული გზა, ღირსებით წინსვლა და არა სხვებთან უსიტყვოდ დათანხმება, არამედ შეთანხმებაა.

„ოპოზიციის ევროპული გზა ფუნქციადაკარგული ერის და დანიშნულებაგამოცლილი ქვეყნის გზაა, სადაც ჩვენი როლი მხოლოდ სხვათა დირექტივებზე დათანხმებაა. „ქართული ოცნების“ ევროპული გზა კი – ჩვენი ღირებულებების საფუძველზე, ღირსებით წინსვლა და სხვებთან შეთანხმებაა და არა უსიტყვოდ დათანხმებაა. 

ოპოზიციის ევროპული გზა მოკლეზე გადაჭრილი გზაა, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების გარეშე, სადაც ქვეყნის გამთლიანება მეორეხარისხოვანია; „ქართული ოცნების“ ევროპული გზა კი მხოლოდ ერთიანი საქართველოს ევროპული გზაა. ამიტომ, მინდა, აქედან მივმართო აფხაზებსაც და ვუთხრა მათ, რომ ჩვენი ერების გადარჩენის და სიძლიერის გზა მხოლოდ საქართველოს ერთიანობაზე გადის.“ –  განუცხადა შალვა პაპუაშვილმა ზუგდიდში შეკრებილ მოსახლეობას. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,808 ნახვა