GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეს არის რეფერენდუმი, რომელზეც ყველამ ერთად საბოლოოდ უნდა ვუთხრათ უარი ომს და ავირჩიოთ მშვიდობა, უნდა ვუთხრათ უარი ამორალურ პროპაგანდას და ავირჩიოთ ტრადიციული ფასეულობები, უნდა ვუთხრათ უარი ბნელ წარსულს და ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი

x

სამეგრელო და სვანეთი გამოირჩევა თავისი ულამაზესი ბუნებით და უძვირფასესი კულტურული მემკვიდრეობით. სამეგრელო და სვანეთი ინახავს უამრავ საუნჯეს, რომელიც საქართველოს ეროვნულ, სარწმუნოებრივ და კულტურულ თვითმყოფადობას ქმნის. რაც მთავარია, სამეგრელო და სვანეთი გამოირჩევა განსაკუთრებული ღირსების მატარებელი და ნიჭიერი ადამიანებით, რომლებსაც ყოველთვის შეჰქონდათ განსაკუთრებული წვლილი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო განსაკუთრებული პატივისცემა თითოეული თქვენგანის მიმართ, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას.

მისი თქმით,  11 დღეში შედგება გადამწყვეტი არჩევნები, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს  საქართველოს ბედს.

„ეს არის რეფერენდუმი, რომელზეც ყველამ ერთად საბოლოოდ უნდა ვუთხრათ უარი ომს და ავირჩიოთ მშვიდობა, უნდა ვუთხრათ უარი ამორალურ პროპაგანდას და ავირჩიოთ ტრადიციული ფასეულობები, უნდა ვუთხრათ უარი ბნელ წარსულს და ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,637 ნახვა