რეგიონების შემდეგ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი საკონცერტო საღამო თბილისში, ნაძალადევის რაიონში ჩატარდა. რაიონის მოსახლეობასთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ მმართველი პარტიის ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე და შტაბის ხელმძღვანელი დავით ჭელიძე.
„მადლობა მინდა გადავუხადო ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გუნდი დამაჯერებლად გაიმარჯვებს და განვაგრძობთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას”, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში გამართულ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ჯგუფმა „ქუჩის ბიჭები”, მარიკო ებრალიძემ, სალომე ბაკურაძემ, გია ნიკოლაძემ და ნინუცა ბედიაშვილმა.
Facebook Comments Box