GD Banner
სპორტი

გიორგი მამარდაშვილი: შეუძლებელია ამ მოედანზე თამაში, საშინელ მდგომარეობაში იყო მინდორი

ერთა ლიგის მესამე ტურში, უკრაინისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი 1:0 დასრულდა. შეხვედრა პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართა.

„რთული თამაში იყო, შეუძლებელია ამ მოედანზე თამაში, საშინელ მდგომარეობაში იყო მინდორი. მაგრამ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და გამოვასწოროთ დღევანდელი თამაში. ორივე გუნდისთვის რთული იყო, სამწუხაროდ, მათ გაიტანეს გოლი და მათ გაიმარჯვეს“,-განაცხადა საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა მატჩის შემდეგ.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,812 ნახვა