GD Banner
სამართალი

IPSOS-ის კვლევის ავტორი იან ვან დაიკი: ევროპული გადმოსახედიდან, საქართველოს მოსახლეობა ძალიან დადებითად არის განწყობილი მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისადმი

ვხედავთ, რომ ქართველი მოსამართლეების ძალიან მაღალი პროცენტი ფიქრობს, რომ ისინი სრულად დამოუკიდებლები არიან მთავრობისგან, – ამის შესახებ ფრანგული კომპანია IPSOS-ის მიერ მართლმსაჯულების სისტემის შესახებ ჩატარებული კვლევის ავტორმა, პროფესორმა იან ვან დაიკმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

მისი განცხადებით, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხის დასადგენად, კვლევის ავტორებმა, უშუალოდ მათ მიმართეს ევროკავშირში აპრობირებული კითხვით, მსგავსი მაღალი მაჩვენებლები კი მხოლოდ სკანდინავიის ქვეყნებში გვხვდება.

„ის კითხვა გამოვიყენეთ, რასაც იყენებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოსამართლეების გამოკითხვისას. ასეთი პროცენტული მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპაში, მსგავს მაღალ მაჩვენებელს მხოლოდ სკანდინავიის ქვეყნებში ვხედავთ, რაც ძალიან დადებითი შედეგია რეფორმებისთვის.“ – აღნიშნა ვან დაიკმა.

მან ასევე შეადარა მოსახლეობაში მიღებული შედეგები და აღნიშნა, რომ თუ ევროპელი მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ მოსამართლეები სრულიად დამოუკიდებლები არიან ხელისუფლებისგან, საქართველოში, ანალოგიური მონაცემი გაცილებით მაღალია.

„ევროპაში მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებით ჩანს, რომ საშუალოდ, ევროპელი მოსახლეობის 53 % ფიქრობს, რომ მოსამართლეები სრულად დამოუკიდებელნი არიან ხელისუფლებისგან, შერეული შედეგები გვაქვს, თუმცა, საქართველოში მოსახლეობის გაცილებით მაღალი პროცენტი ფიქრობს, რომ ქართველი მოსამართლეები დამოუკიდებლები არიან. ევროპული გადმოსახედიდან, საქართველოს მოსახლეობა ძალიან დადებითად არის განწყობილი მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისადმი.“ – აღნიშნა პროფესორმა იან ვან დაიკმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა