GD Banner
Uncategorized

ლევან ნიკოლეიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორის, ლორა თორნტონის ანგარიშზე-სხვას რას ჰქვია მტრობა საკუთარი ხალხის მიმართ? შეიძლება “საკუთარი ხალხი,” ცოტა გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, როდესაც არასამთავრობო სექტორის იმ წარმომადგენლებზე ვსაუბრობთ, რომლებიც ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვენ

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელის და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, ლორა თორნტონის ანგარიშს ეხმიანება, სადაც ის აღნიშნავს, რომ რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მომხრეა.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, არასამთავრობოების აზრით, თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდება, ეს ყველაფერი ხელისუფლებას დაჰბრალდება, შემდეგ აღშფოთებული ხალხი გარეთ გამოვა და მათ შეუერთდება რევოლუციისა განხორციელების “დიად” საქმეში. იმაზე არავის უფიქრია, აღშფოთებულმა ხალხმა რომ ჯერ ის იკითხოს, ვისი ინიციატივით შეჩერდა ვიზალიბერალიზაცია?

„მითხარით, სხვას რას ჰქვია მტრობა საკუთარი ხალხის მიმართ? შეიძლება სიტყვები “საკუთარი ხალხი,” ცოტა გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, როდესაც არასამთავრობო სექტორის იმ წარმომადგენლებზე ვსაუბრობთ, რომლებიც ქართველი ხალხისთვის, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვენ. არასამთავროებმა, თითქოს მარტივი, მაგრამ უკიდურესად მუხანათური გეგმა მოიფიქრეს, რომელიც აგერ მათმა მეგობარმა ლორა თორტონმა გაამჟღავნა. ე.ი. მათი აზრით, თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდება, ეს ყველაფერი ხელისუფლებას დაჰბრალდება, შემდეგ აღშფოთებული ხალხი გარეთ გამოვა და მათ შეუერთდება რევოლუციისა განხორციელების “დიად” საქმეში. იმაზე არავის უფიქრია, რომ აღშფოთებულმა ხალხმა , რომ ჯერ ის იკითხოს ვისი ინიციატივით შეჩერდა ვიზალიბერალიზაცია? მანამდეც, ხომ იგივე ხალხი დარბოდა ევროსტრუქტურების კაბინეტებსა თუ კორიდორებში და საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებას იხვეწებოდა?! ხალხს, რომ მტრობენ ეგ ხომ ისედაც ვიცოდით, უბრალოდ უკვე ძალიან მალ-მალე უსკდებათ ბოროტი საქმეები.“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,892,934 ნახვა