GD Banner
Uncategorized

ხათუნა ხოფერია : გვფუთავენ “რუსულად” და გვტენიან რუსეთის ხახაში… 26 ოქტომბერს ყველანი მშვიდობიან ბარიკადებზე!

ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

-ომი იქნება?…

-ხელისუფლების გადაბარება ხდება?….

-რას გვიპირებენ?…

-რა უნდათ ჩვენგან, რატომ საქართველო?…

ეს ის კითხვებია, რომელსაც ყოველდღიურად მისვამენ ჩემი მეგობრები, ჩემი გულიანი ქართველები✊

სანამ გიპასუხებთ, მეც რამოდენიმე ლოგიკურ კითხვას დავსვამ:

1. რატომ ხდება, განსაკუთრებული დაჟინებით, “პრორუსულობის” დანერგვა და მუსირება ბოლო ერთი წელია?

2. რატომ მოხდა ისეთი სტატუსების შემოღება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, როგორიცაა- რუსეთუმე, რუსული კანონი, რუსული ხელისუფლება, რუსული ფული, რუსული ბიზნესი?

3. რატომ ხდება ევროპულ რეზოლუციებში რუსი(!) ოლიგარქის დასანქცირებაზე, , რუსეთის(!) მიმართ სანქციების შემოღებაზე, ბიძინა ივანიშვილის რუსული(!) ხელისუფლების უნდობლობაზე აპელირება?

არა და, რეალურად:

1. რუსი ოლიგარქი ივანიშვილი ბუნებაში არ არსებობს! ამ ფაქტის ერთი მამხილებელი მასალაც ვერ დაიდო დღემდე!

2. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველო- რუსეთის ურთერთობები არც დიპლომატიურ და არც პოლიტიკურ დონეზე არ არსებობს! ამიტომ, რაც არ არსებობს იმას სანქციებს ვერ დაუწესებ!

3. საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ევროინტეგრაციის რეალურ გზას 2030 წლისთვის გეგმავს და ევროსტრუქტურებში უმაღლეს დონეებზე აქტიურობს, ვერანაირად ვერ იქნება რუსული…

და მაინც…

გინდა თუ არა, სულ უფრო მეტად ხდება ჩვენი “ მეგობარ- პარტნიორების” მხრიდან საქართველოს შეფუთვა რუსული იარლიყით! აპელირება იმაზე, რომ საქართველო რუსეთისთვის ძვირფასი, შეუცვლელი პლატფორმაა კავკასიის, ახლო აღმოსავლეთის და შავი ზღვის კონტროლის კონტექსტში!

მოკლედ, გვფუთავენ “რუსულად” და გვტენიან რუსეთის ხახაში…

რა უნდათ?! რატომ ახლა?! რატომ არჩევნების წინ?!

რატომ ხდება სამოქმედო გეგმების გაშლა, უსაფუძვლო და ფარატინა რეზოლუციების მიღება, რატომ ხდება საქართველოს პოლიტიკური ფაქტორების გაბუქება- გამოაშკარავება?! რატომ თესენ შიშს და გაღიზიანებას, როდესაც ხედავენ, რომ ყველაფერ ამას მხოლოდ უკურეაქცია მოაქვს?!

დიახ, ახლა, ამ ახალ რეალობაში, ახალ მსიფლიო მოწყობაში, ახალ მრავალპოლუსიან მსოფლიო გავლენებში, სადაც:

1. გერმანია- საფრანგეთის ეკონომიკა დანგრეულია და ევროკავშირი დანგრევის პირასაა,

2.ყველა ამერიკული პროექტი- უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთის ცეცხლში გახვევა, მოლდოვა- საქართველო- შუა აზიის მეორე ფრონტების გახსნა შაშლილია,

3. ალიანსის გაუქმების შესახებ საუბრები საქმეში გადადის…

….და ყოველივე ამის პარალელურად,

4.“ ბრიკსის” გაფართოება საოცარ მაშტაბებს აღწევს.( გუშინ კუბამაც კი განაცხადა მასში გაწევრიანების სურვილი. აღარაფერს ვამბობ ნატოს წევრ თურქეთზე)…

რატომ უთმობს მსოფლიო ესოდენ მაღალ ტრიბუნებს საქართველოში დემოკრატიის “დაცვას”???

იქნებ, ვიღაც “ მეგობრებმა” გადაწყვიტეს ჩვენი გამოყენება რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში?!

ნახეთ, როგორ ისწრაფვის შოლცი პუტინთან სალაპარაკოდ, როგორ “კადრულობს” ზელენსკი რუსეთის მონაწილეობას მოლაპარაკებებში… როგორ დასწრებაზეა, ტრამპის გაპრეზიდენტებამდე მიმდინარე პროცესებში, “მშვიდობის მტრედის” ფრთებს ვინ შეისხამს…….

ჰოდა, თუ ჩვენი ომში ჩაბმაც აღარ გამოდის, არც რევოლუციურმა სცენარებმა და მაიდნების მუქარამ გამოიღო შედეგი, აღარც აკერმანის დატრეინინგებული ჯეელები ჩანან თბილისის ქუჩებში, აღარც ოპოზიციის სანდო, რეიტინგული, გამაერთიანებელი ლიდერი ყავთ და ვერც არჩევნებზე დადებენ სადაო შედეგს, აღარც ” შიგევროპაში მინდა” ტიპების აგდება და ქუჩაში გამოყვანა გამოუვათ ადვილად…

ემანდ, იქნებ, რუსეთთან სავაჭროდ მაინც გამოადგეთ ამდენი “ძალისხმევა”…

რუსულად შეგვფუთეს! ახლა, ცდილობენ, იარლიყზე დაგვაწერონ, made in Fance… made in USA… made in Germany… ნუუუ, ცდილობენ რაა…)))))))

… და ივაჭრებენ…

ამიტომ მიდის შანტაჟი, ზეწოლა, დაშინება და საქართველოზე გავლენების დემონსტრირება…

Разменная монета- ხომ გაგიგიათ?.. აი, ეგ ვართ ამ კრეტინოკრატიისთვის.

ხომ გახსოვთ, ცალ ფეხზე უნდა დავდგეთო ევროკავშირი თუ მოგვთხოვსო!

ზოგი უკვე იმასაც აწვება , რომ რუსეთისთვის უნდა დავდგეთ ცალ ფეხზე…

არა და, საქართველო, საქართველოს ხელისუფლება და ოქრო კაცი- ბიძინა ივანიშვილი ორ ფეხზე დგას და…

თუ საჭირო გახდა, რუსეთთანაც თავად ვივაჭრებთ, ვილაპარაკებთ და день Победы- საც ვიმღერებთ, როგორც სუვერენული, თავისუფალი, ღირსეული სახელმწიფო!

“ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეყუდვნოდეს!”

ჩვენ ამ ისტორიულ მიზანს, ილიასეულ ანდერძს ვასრულებთ!

P.S.

დიდხანს თესავდნენ შიშსა და ეჭვს შიდა და გარე მტრები…

მიიღეს უშიშარი, ერთ მუჭად შეკრული, ღირსეული, მებრძოლი ქართველი ხალხი!

26 ოქტომბერს❗️ ყველანი❗️ მშვიდობიან ბარიკადებთან

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,433 ნახვა