GD Banner
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე – მისასალმებელია ეუთო-ოდირის შეფასება საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით

გამოქვეყნდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით,  –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ, მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ეუთო/ოდირის შუალედური ანგარიში მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სამართლებრივი ჩარჩო და საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაცია, საარჩევნო ტექნოლოგიები, ამომრჩეველთა და კანდიდატთა უფლებები და  სხვა.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, მისასალმებელია, ეუთო-ოდირის შეფასება საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებითაც, რომელიც  უპრეცედენტოდ მშვიდია.

„აღნიშნული შუალედური ანგარიში მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიც არის სამართლებრივი ჩარჩო და საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაცია, საარჩევნო ტექნოლოგიები, ამომრჩეველთა და კანდიდატთა უფლებები და რეგისტრაცია, საარჩევნო გარემო და დაფინანსება, მედია გარემო, საარჩევნო დავების მოგვარება, არჩევნების მონიტორინგი და სხვა. 

მისასალმებელია ეუთო-ოდირის შეფასება საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. საზოგადოებაც ხედავს, რომ წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ მშვიდად და თავისუფლად, ყოველგვარი ექსცესების თუ არსებითი დარღვევების გარეშე, კონკურენტულ გარემოში ხორციელდება, დარღვევებს კი მხოლოდ იზოლირებული ინციდენტის სახე აქვს.“ –  განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,932 ნახვა